ავტორი:

"მშვიდად არ მიძინია, რადგან მარიამი დღე და ღამე იბრძოდა და გასული იყო სახლიდან" - ლევან ხურცია მალხაზ მაჩალიკაშვილს მიმართავს

"მშვიდად არ მიძინია, რადგან მარიამი დღე და ღამე იბრძოდა და გასული იყო სახლიდან" - ლევან ხურცია მალხაზ მაჩალიკაშვილს მიმართავს

ადვოკატ მარიამ კუბლაშვილის ქმარი, მსახიობი ლევან ხურცია "ფეისბუქის" პირად გვერდზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს და მალხაზ მაჩალიკაშვილს მიმართავს, "კაცურად თქვი სიმართლე მარიამის ერთგულებასთან დაკავშირებით", - წერს ხურცია. შეგახსენებთ, რომ მარიამ კუბლაშვილი მალხაზ მაჩალიშვილის ადვოკატია.

ლევან ხურციას პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"გაბოროტებულ და ძალაუფლების სურვილით შეპყრობილ საზოგადოების ნაწილს მინდა გითხრათ:( და ხელისუფლებავ შენ ხარ ამაში დამნაშავე, რადგან ერი ორად გახლიჩე):თითქმის ორი წელია ვისმენ თქვენგან ჩემი ოჯახის ლანძღვას და გინებას, იმის გამო, რომ 2018 წელს როცა არავისთვის არავინ არ იყო( თავისი ღირსეული ისტორიის მქონე კაცის გარდა).

ვახა მაჩალიკაშვილი ჩემს მეუღლეს დაუკავშირდა და დახმარება სთხოვა სიმართლის მოძებნაში ( შორეული ნათესავები არიან). მახსოვს ის ტრაგედია რომ დატრიალდა და თბილისში გადმოიყვანეს ის საწყალი ბიჭი, 1 იანვარი ახალი წელი იყო და მთელი ოჯახით მის გვერდით ვიდექი სავადმყოფოში და ვამხნევებდი. იქიდან მოყოლებული მე მშვიდად არ მიძინია, რადგან მარიამი დღე და ღამე იბრძოდა და გასული იყო სახლიდან, რომ თემირლანის გაუგებრობით მოხვედრა დაემტკიცებინა ამ ტერორისტებში, გაცდა იურიდიულ ჩარჩოებსაც კი და მალხაზის ოჯახი შეურაცხყოფისგან რომ დაეცვა, ყველას დაუპირისპირდა ვინც თემირლანს ტერორისტად მოიხსენიებდა...

იქამდე მივიდა წარმოდგენა საზოგადოებისთვის, რომ პანკისი ბოროტების ბუდედ წარმოჩინდა, ამის წინააღმდეგაც ხმალამოღებული იდგა!! იბრძოდა და იბრძვის ბოლომდე ერთგულად არა ვახასთვის, არამედ ქისტი ხალხისთვის იგივე ქართველებისთვის თემირლანისთვის და სიმართლისთვის!!! რა მიიღო ამის სანაცვლოდ? გინება ლანძღვა, მოღალატე ადვოკატი, რუსეთის აგენტი და ა.შ. (გადაღებაზე ვიყავი 2 თვე მოსკოვში და 1 კვირით მეუღლე ჩამოვიყვანე ჩემთან, ამაზე დაიწერა ნახეთ ვახა მიატოვა და რუსეთში გაფრინდაო) და ყველაზე მეტად რაც მაკვირვებს ისაა, რომ მალხაზი მის ლანძღვაზე თვალს ხუჭავს, რადგან ლანძღავენ სწორედ ისინი, ვის გვერდითაც ის დღეს დგას!

მე სანამ მარიამს გავიცნობდი, არანაირი შეხება არ მქონდა ქისტებთან. უბრალოდ ვიცოდი, რომ უაღრესად ღირსეული ხალხი იყვნენ! დღესაც ანალოგიურად ვფიქრობ, რადგან ბევრი ქისტი გავიცანი პირადად! მაგრამ ერთი რამ მინდა ავღნიშნო, როგორც თქვენთვისაა ძვირფასი თქვენი ოჯახი, ასევე ჩემთვის ძვირფასია ჩემი ოჯახი! და როცა ადამიანმა ყველაფერი გააკეთა თქვენთვის და თქვენი ღირსებისთვის, უბრალოდ სიტყვით მაინც უნდა შეწუხდე, რომ შენ გამო დაწყებულ ბრძოლაში მარტო არ დატოვო!

ვახა, მე ბევრჯერ ჩამოგართვი ხელი და მინდა ყოველთვის მიხაროდეს შენი ნახვა! ასე რომ, თუ კაცები ვართ, კაცურად თქვი სიმართლე მარიამის შენდამი ერთგულებაზე! რა გზაზეც იბრძვი ღმერთმა ხელი მოგიმართოს, ეს ჩემი საქმე არაა და ყოველთვის იგივე სიტყვებით შეგხვდები: “ღმერთმა სამართალი გაპოვნინოს”. ამას გეუბნები კაცი - კაცს, ქართველი- ქართველს, მეგრელი - ქისტს!

პ.ს. ქართველებო პოლიტიკოსები წავლენ წამოვლენ და ჩვენ და ჩვენი შვილები დარჩებიან ამ ქვეყანაში, ცოტანი ვართ ნუ გავწირავთ ერთმანეთს ძალაუფლების და ხელის ჭუჭყის - ფულის გამო! ვაჟკაცო ქართველებო წითელი ხაზების გადაკვეთა, არ მოსულა ეს ალბათ ჩემზე უკეთ იცით! პატივისცემით ლევან ხურცია", - წერს მსახიობი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

აღსანიშნავია, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი კიევში გაემგზავრა. აღნიშნული ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს“ მალხაზ მაჩალიკაშვილის მეუღლემ მედიკო მარგოშვილმა დაუდასტურა.

კითხვაზე, მალხაზ მაჩალიკაშვილი კიევში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად გაემგზავრა თუ არა, მარგოშვილი პასუხობს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს.

"ვიღაცამ გამოიწერა და ჰგონია ამით გადაურჩება კორონას..." - რა გადაიღო თბილისში თვითმხილველმა

"ჩემი სამივე შვილი ჩვეულებრივად განაგრძობს სკოლაში და ბაღში სიარულს" - რას წერს ამირან გამყრელიძის ვაჟი "ფეისბუქში"

რა ხდებოდა "ფეისბუქზე", როცა საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა - ფოტოები, შარჟები და ცნობილების პოსტები