ავტორი:

გაზაფხულზე პრემიერი იცვლება? - რა კომენტარებს აკეთებენ "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნები

გაზაფხულზე პრემიერი იცვლება? - რა კომენტარებს აკეთებენ "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნები

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, უახლოეს მომავალში შესაძლოა სამთავრობო ცვლილებები განხორციელდეს. ერთ-ერთი ვერსიით, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი შეცვლის.

გრიგოლ ლილუაშვილი

"დაელოდეთ გაზაფხულს" - ასე უპასუხა პრემიერმა გახარიამ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას და საკითხთან დაკავშირებით მეტი კომენტარი არ გაუკეთებია.

რაც შეეხებათ "ოცნების" სხვა მაღალჩინოსნებს, პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, "რომელიღაც გაზაფხულზე, ცვლილებები, რა თქმა უნდა იქნება":

"გაზაფხულს ყოველთვის ყველა ელოდება და აუცილებლად დადგება გაზაფხული, როცა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა აღდგება. გაზაფხული იქნება სულ რაღაც ერთ კვირაში, გთხოვთ, თავად დააკვირდეთ, რა იქნება გაზაფხულზე, გაზაფხული აუცილებლად იქნება ჩვენი ქვეყნისთვის წარმატებული, ისევე როგორც წინა გაზაფხული.

უკვე მეათედ გვეკითხებით, იქნება თუ არა სამთავრობო ცვლილებები. როდესღაც, რომელიღაც გაზაფხულზე, ცვლილებები რა თქმა უნდა იქნება, მაგრამ ამ გაზაფხულის მოსვლამდე არის ერთი კვირა დარჩენილი.

საქართველოს მთავრობა და ხელისუფლება გააგრძელებს სტაბილურად საქმიანობას და ჩვენ ვემზადებით 2020 წლის არჩევნებში გამარჯვებისთვის" - განუცხადა თალაკვაძემ ჟურნალისტებს.

პარტია "ქართული ოცნების" გენერალური მდივნის, თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით კი მმართველ გუნდში, ამ ეტაპზე სამთავრობო ცვლილებებზე საუბარი არ არის:

"არანაირ ცვლილებებზე არ არის საუბარი გუნდში, თუ რაიმე იქნება ცვლილებებთან დაკავშირებით, თქვენც გაიგებთ და საზოგადოებაც.

ჩვენ გვყავს პრემიერი გიორგი გახარია, რომელიც არის ძლიერი პრემიერ-მინისტრი. ყოველდღიურად მუშაობენ იმისთვის, რომ უპასუხონ იმ გამოწვევებს, რომელიც გვაქვს ქვეყანაში" - აღნიშნა კალაძემ.

საგანგებო მდგომარეობაზე გადასვლისთვის ტექნიკურად მთავრობა მზად არის უკვე დღეს - პრემიერი

"მოგვიწევს შეზღუდვები მაღაზიებში, მსხვილ სავაჭრო ცენტრებში, ბაზრობებზე... ქვეყანაში იწყება შიდა გავრცელება და ყველა მოქალაქე უნდა იყოს მზად"

ფიზიკური პირი 3 000 ლარით, იურიდიული - 15 000-ით - კარანტინის წესის დარღვევისთვის ჯარიმა წესდება