ავტორი:

რა მოხდა თალაკვაძის სახლში და რას წერს მისი მეუღლე "ფეისბუქზე" - შსს პარლამენტის თავმჯდომარის კორპუსთან პოლიციის მობილიზებას განმარტავს

რა მოხდა თალაკვაძის სახლში და რას წერს მისი მეუღლე "ფეისბუქზე" - შსს პარლამენტის თავმჯდომარის კორპუსთან პოლიციის მობილიზებას განმარტავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის სახლთან სამართალდამცველების მობილიზებაა. გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარის საცხოვრებელი ბინის გაქურდვის მცდელობას ჰქონდა ადგილი.

თუმცა როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, საცხოვრებელ კორპუსში აღმოჩენილია, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღი და პოლიციის მობილიზების მიზეზი ეს გახდა.

"პირველ და მეორე სართულებს შორის ნაპოვნია სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღი. იარაღი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელმა აღმოაჩინა და გვაცნობა, რასაც მოჰყვა მყისიერი რეაგირება სამართალდამცავების მიერ.

გამოძიება დაიწყეს თბილისის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით" - განუცხადეს სააგენტოს შსს-ში.

პარლამენტის პრესსამსახურში უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პარლამენტის თავმჯდომარის საცხოვრებელი ბინის გაქურდვის მცდელობას ჰქონდა ადგილი.

"პარლამენტის თავმჯდომარის საცხოვრებელ კორპუსთან საპატრულო პოლიციის მობილიზება სპიკერის ბინასთან მიმართებაში მომხდარ რაიმე ფაქტს არ უკავშირდება.

სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია, რომ ადგილი ჰქონდა პარლამენტის თავმჯდომარის სახლში შეღწევის მცდელობას“, - აღნიშნეს პარლამენტის პრესსამსახურში.

ინფორმაციას გამოეხმაურა თალაკვაძის მეუღლე ქეთი ბუბუტეიშვილიც:

"ჩვენს სახლში მშვიდობაა. არჩილი სამსახურშია. კარგ დღეს გისურვებთ..." - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მეუღლე ქეთი ბუბუტეიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

გურჯაანში 16 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

"შევცდი... არ ვიცი, სატანა დამაჯდა მხარზე, თუ რა ჯანდაბა მოხდა" - დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულ პროკურორს პატიმრობა შეეფარდა

ჰაკერები, ინტერნეტ ტოტალიზატორების საშუალებით, მოქალაქეების ანგარიშებიდან თანხებს ხსნიდნენ - დაკავებულია 4 პირი