ავტორი:

სტილის გაკვეთილები ივანკა ტრამპს მელანიასგან - როგორ გამოიყურებოდნენ აშშ-ს პირველი ქალები ინდოეთში ვიზიტისას

სტილის გაკვეთილები ივანკა ტრამპს მელანიასგან - როგორ გამოიყურებოდნენ აშშ-ს პირველი ქალები ინდოეთში ვიზიტისას

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ოჯახთან ერთად ინდოეთს ესტუმრა. ტრამპებმა ოფიციალური შეხვედრების გარდა, ტაჯ მაჰალი დაათვალიერეს და სოციალური ქსელების ოფიციალურ გვერდებზე ფოტოები თავადვე გაავრცელეს.

ამჯერადაც მედიამ აქცენტი მელანიას ჩაცმის სტილზე გააკეთა. აშშ-ის პირველ ლედის თეთრი კომბინიზონი ეცვა, რომელიც ინდური სამოსის ელემენტებით იყო გაფორმებული. მელანიას სამოსზე შემოხვეული ჰქონდა ვინტაჟური, მწვანე, ოქროსფერი დეტალებით გაფორმებული აბრეშუმის ქამარი, რომელმაც მთლიან ვიზუალს განსაკუთრებული ელფერი მისცა.

მელანიას სამოსი Caito-ს მოდის სახლის შექმნილია. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის პირველმა ლედიმ თავის საყვარელ ბრენდს არ უღალატა და არჩევანი კვლავ კრისტიან ლუბუტინზე შეაჩერა.

რაც შეეხება ივანკას, მან ღია ცისფერ კაბაზე შეაჩერა არჩევანი. კაბა წითელი ყვავილების პრინტითაა გაფორმებული. ივანკამ სამოსს წითელი ფეხსაცმელი შეუსაბამა.

მელანიას ჩასმის სტილმა და იმ ფაქტმა, რომ მისი სამოსი ინდური ტრადიციული ტანსაცმლის იდეით იყო შთაგონებული, ადგილობრივებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა და განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.

ტრადიციული განხილვა მოჰყვა მელანიასა და ივანკას ჩაცმის სტილს სოციალურ ქსელებშიც. Twitter-ის მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ მელანიამ კიდევ ერთხელ ჩაატარა სტილის მასტერკლასი და საზოგადოებას დაუმტკიცა, რომ ივანკასთან შედარებით ამ თვალსაზრისით, გაცილებით მაღალ საფეხურზეა.

უჩვეულო ამინდი ავსტრალიაში - მიუხედავად ზაფხულისა, ქვეყანაში თოვლი მოვიდა

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებული 36 574 ადამიანი გამოჯანმრთელდა

ირანის ვიცე-პრეზიდენტი კორონავირუსით დაინფიცირდა