ავტორი:

"ოცნებამ" ჩემს შვილს შეტენა ყველაფერი" - როგორ ეხმაურებიან მიხეილ კალანდიას ოჯახის წევრები სასამართლოს გადაწყვეტილებას

"ოცნებამ" ჩემს შვილს შეტენა ყველაფერი" - როგორ ეხმაურებიან მიხეილ კალანდიას ოჯახის წევრები სასამართლოს გადაწყვეტილებას

ხორავას ქუჩაზე მომხდარი, დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულის, მიხეილ კალანდიას მამა, თენგიზ კალანდია მისი შვილის მიმართ გამოტანილ განაჩენს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

როგორც თენგიზ კალანდიამ განაჩენის გამოცხადების შემდეგ განაცხადა, გამოძიება სათანადოდ ვერ წაიყვანეს და ყველაზე მარტივად ხელი „შეახოცეს“ კალანდიების ოჯახს.

"ოცნებამ" თავისი გაფუჭებული საქმე ვერ გამოასწორა და ჩემს შვილს შეტენა ყველაფერი.

აქ იყო სერგი კაპანაძის, „ევროპული საქართველოს“ და „ოცნების“ ინტერესი. აუცილებლად წავალთ სტრასბურგში! ყველაზე ადვილად ჩვენზე იყო ხელი შესახოცი, კალანდიებზე. სუბელიანის ინტერესი არანაირი არ იყო აქ. აქ იყო „ევროპული საქართველოს“ ინტერესი. არანაირი ინტერესი არ ჰქონია სუბელიანს ამ საქმეში,“- განაცხადა თენგიზ კალანდიამ.

მიხეილ კალანდიას ძმამ, ლუკა კალანდიამ განაცხადა, რომ მოსამართლემ პოლიტიკური დავალება შეასრულა.

"ყველამ უნდა იცოდეს, რომ ეს მოსამართლე არის არაობიექტური, მიკერძოებული, პოლიტიკური დავალებების შემსრულებელი მოსამართლე. ეს დადასტურდა დღეს. ეს არის პოლიტიკური დავალება და მეტი არაფერი. ეჭიდაონ სტრასბურგს! საქართველოში სამართალი არ არსებობს“, - განაცხადა მსჯავრდებულის ძმამ.

როოგორც ლუკა კალანდიამ აღნიშნა, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში და შემდეგ უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ.

"იმედი დიდად არ გვაქვს, რომ რამე შეიცვლება, უბრალოდ სტრასბურგამდე როდესაც მივალთ, ევროპაში ძალიან მკაფიოდ გაიგებენ, რა მოხდა, როგორ მოხდა და რატომ ზის 20 წლის ბიჭი უდანაშაულოდ ციხეში და კიდევ რატომ უნდა იჯდეს მანამ, ვიდრე სტრასბურგიდან გადაწყვეტილებას ჩამოვიტანთ”, - განაცხადა ლუკა კალანდიამ.

სასამართლომ მიხეილ კალანდია დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა და საბოლოოდ, სასჯელის სახით 11 წელი და 3 თვე შეუფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილმა გამოაცხადა, რასაც დარბაზში ხმაური მოჰყვა.

საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში მგზავრებს 24-საათიან რეჟიმში ამოწმებენ - შსს განცხადებას ავრცელებს

ბორჯომის მერმა ბაკურიანში უკანონო მშენებლობების მფარველობის სანაცვლოდ მეწარმეს 10 500 ლარი მოსთხოვა - სუს-ი

ბორჯომის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე დააკავეს