ავტორი:

"ნიკას ღრიალი ახლაც ჩამესმის ყურში - დედა მოვკალიო!" - რას ჰყვებიან მეზობლები ოჯახზე, სადაც საზარელი მკვლელობა მოხდა

"ნიკას ღრიალი ახლაც ჩამესმის ყურში - დედა მოვკალიო!" - რას ჰყვებიან მეზობლები ოჯახზე, სადაც საზარელი მკვლელობა მოხდა

25 თებერვალს, ღამის 3 საათი ხდებოდა, როცა პოლიციაში შეტყობინება შევიდა, ახალგაზრდა ძალოვნებს ატყობინებდა, რომ თბილისში, ზაზიაშვილის 25 ნომერში მკვლელობა მოხდა. პოლიციელები შემთხვევის ადგილზე რამდენიმე წუთში მივიდნენ, სადაც საშინელი სურათი დახვდათ - საძინებელ ოთახში, საწოლში ორი დაჩეხილი ცხედარი ესვენა.

ადგილზე იყვნენ გარდაცვლილი 73 წლის ზინა დარჩიაშვილი და მისი 45 წლის წლის ქალიშვილი, თამარ ზაუტაშვილი. ოფიციალური ინფორმაციით, მისმა ვაჟმა 19 წლის ნიკა ზაუტაშვილმა მკვლელობა წარსულში არსებული კონფლიქტის გამო ნაჯახით ჩაიდინა, მისთვის წაყენებული ბრალი 16-დან 20 წლამდე ან თავისუფლების უვადო აღკვეთას ითვალისწინებს. ბიჭი ადგილზე დააკავეს.

როგორც ქუჩის მცხოვრებლები "კვირის პალიტრასთან" საუბარში ამბობენ, მისი სასოწარკვეთილი ხმა კარგა ხანს ესმოდათ. ის თურმე თავში ხელებს იშენდა და ყვიროდა, - მოვკალი, დედა მოვკალი!.. არადა, მეზობლების მტკიცებით, ოჯახი წლების განმავლობაში მშვიდად ცხოვრობდა, მომხდარ ტრაგედიამდე მათი სახლიდან არანაირი ხმაური არ გაუგიათ.

მომხდარით შეძრულები არიან მეზობლები.

"ღამით არანაირი ჩხუბის ხმა არ გამიგია, 3 საათი ხდებოდა, კარზე ზარი რომ გაისმა, პოლიციელები იდგნენ და მეკითხებოდნენ, მეზობლის სახლში მომხდარ მკვლელობაზე რამე ხომ არ იცითო? ეს სრული შოკი იყო ჩემთვის. გაოგნებული ვისმენდი მათგან ამ საშინელ ამბავს. ჩემს სახლში კამერებია დამონტაჟებული და ეს კამერები პოლიციელებმა ჩემთან ერთად დაათვალიერეს. იქ ჩანს, როგორ ამორბის ნიკა, მაისურის ამარა, როგორ აღებს ეზოს კარს და გარბის ქუჩაში. ნიკას გასვლიდან სადღაც 12 წუთში პოლიცია უკვე ადგილზე იყო.

გვითხრეს, რომ თურმე მან დარეკა პოლიციაში, აქვე დააკავეს. კარგა ხანს მუშაობდნენ სამართალდამცავები შიგნით, გათენებული იყო ცხედრები ექსპერტიზაზე რომ გადაასვენეს. რა მოხდა, არ ვიცით. ხმაური მართლა არ გაგვიგია, არც სხვა დროს ყოფილა ჩხუბი და აყალმაყალი. მშვიდი ოჯახი ჰქონდათ. ნიკუშა დედისერთა იყო. ძალიან კარგი ადამიანები არიან დახოცილები. ზინაიდა ასაკოვანი ქალი იყო, მაგრამ სულ შრომობდა. სახლის სახურავზეც კი ადიოდა და სახურავს ფოთლებისგან ასუფთავებდა. შეშას აპობდნენ ზინაიდა და მისი ქალიშვილი, სახლში ღუმელი ედგათ.

ერთი ნაჯახი ჰქონდათ, რომელიც სულ სახლთან იდო, რადგან შეშის დასამზადებლად სჭირდებოდათ. როგორც ირკვევა, იმ ნაჯახით ჰყავს მძინარეები საწოლში დახოცილი. ეს რატომ ჩაიდინა, არ ვიცი.

ნიკუშამ სკოლა ახლახან დაამთავრა, ჩვენს თვალწინ გაიზარდა. ცუდ საქმეში შემჩნეული არასოდეს ყოფილა. დედისერთაა, მშობლები გაშორებულები იყვნენ. ამ ტრაგედიამდე 4 დღით ადრე დედამისმა თამუნამ მე და ერთი მეზობელი ქალი ნოტარიუსში წაგვიყვანა. ნიკას ჯარში უწევდა წასვლა და დედისერთა რომ იყო, ამის დამადასტურებელი საბუთის ხელის მოსაწერად გავყევით. ახლა ეს საშინელი ამბავი გავიგეთ. გაოგნებულები ვართ...წაიკითხეთ სრულად

პოლიციელს, რომელმაც ნასვამ მდგომარეობაში ბრმა ტყვიით ქალი მოკლა, შინაპატიმრობა ან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის

ბრმა ტყვიით ქალის მკვლელობის საქმეზე პოლიციელი დააკავეს

"იჯდა ტელევიზორთან და მოხვდა ტყვია... ალბათ, მთვრალმა ისროლა" - არსებული ინფორმაციით, ვაჟა-ფშაველაზე მომხდარ მკვლელობაზე ერთი პირი დააკავეს