ავტორი:

ახალი ჩანაწერი გუდაურის მკვლელობის საქმეზე - "ჩანს, რომ კობიაშვილი აკეთებს გამაფრთხილებელ გასროლას ფეხის მიმართულებით"

ახალი ჩანაწერი გუდაურის მკვლელობის საქმეზე - "ჩანს, რომ კობიაშვილი აკეთებს გამაფრთხილებელ გასროლას ფეხის მიმართულებით"

გუდაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ მერაბ კობიაშვილის ადვოკატებმა ტარიელ კაკაბაძემ და ირაკლი ჩომახაშვილმა "მედიაცენტრ მთავარში" მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი ვიდეომასალა წარადგინეს.

კაკაბაძის თქმით, ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ ბრალდებულმა გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა ფეხების მიმართულებით და შურისძიებიების მოტივით განზრახ მკვლელობას ადგილი არ ჰქონია.

"ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ვიდეომტკიცებულება, რომელიც ნათელს მოფენს მომხდარს. გავრცელდა ბევრი არასწორი ინფორმაცია, ვფიქრობთ, რომ აღნიშნული ვიდეოჩანაწერები ცალსახად ადასტურებს, რომ ამ საქმეზე პროკურატურის მტკიცებულება არის აბსურდული. დაცვის მხარის პოზიცია კი სრულად შეესაბამება რეალობას.

პირველი ინფორმაცია, რაც გავრცელდა ის არის, რომ თითქოს მერაბ კობიაშვილი იმ მიზნით, რომ განახორციელოს ლიკვიდაცია, გულის არეში ესვრის მათ, ვიდეოში ჩანს, რომ ეს არის ტყუილი

ასევე საუბარი იყო, რომ როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით გამაფრთხილებელ გასროლაზე ფეხთან ახლოს, ტყუილი იყო და სინამდვილეში მუცლისა და გულის არეში განხორციელდა პირველი გასროლა.

VIDEO: ადვოკატის მტკიცებით, ეს ვიდეოჩანაწერები თავდასხმას, ჩხუბსა და შემდეგ რამდენიმე გასროლას ასახავს - ახალი ჩანაწერი გუდაურის საქმეზე

საუბარი იყო, რომ თითქოს როდესაც მომაკვდინებელი გასროლები განხორციელდა, კობიაშვილი არ ყოფილა თავდაცვის მდგომარეობაში, ვიდეო-ჩანაწერით დასტურდება, რომ პირველი გასროლის შემდეგ, როდესაც მის მიმართ ხორციელდება თავდასხმა და მისი ცემა, აღნიშნულის შემდეგ ხორციელდება შემდეგი გასროლები. დასტურდება, რომ სხვა მხარის პოზიცია არ შეესაბამება რეალობას.

ასევე საუბარი იყო იმაზე, რომ თითქოს კობიაშვილი იმ მიზნით, რომ შური ეძია და მოეკლა ეს ადამიანები, მივიდა მანქანასთან, ამოიღო ირაღი და გაემართა მათ მოსაკლავად. ეს არ შეესაბამება სინამდვილეს. თუ კობიაშვილს განზრახული ჰქონდა, რომ ეს ადამიანები დაეხოცა, მაშინ გასროლას ფეხის მიმართულებით არ გააკეთებდა. ის აკეთებს გამაფრთხილებელ გასროლას ფეხის მიმართულებით.

ამის შემდეგ ეს ადამიანი, ვინც თავს დაესხმება, ცდილობს წაართვას იარაღი, შემდეგ, როდესაც ხდება ჯაჯგური, ამ დროს ხდება იარაღიდან გასროლა, რის შედეგადაც დაიჭრება მეორე ადამიანი

შემდეგ მიდიან დანარჩენი პირები, რომლებიც თავს ესხმიან კობიაშვილს და ცდილობენ ასევე წაართვან იარაღი. ამავე დროს, ძლიერად ურტყამენ და ცემენ თავის არეში. რამდენიმე პირის მიერ არის წაქცეული, სწორედ ამ დროს ხდება გასროლები, რის შემდეგაც გარდაიცვლება ერთი ადამიანი. ეს არის ტიპური შემთხვევა, როდესაც საქმე გვაქვს აუცილებელ მოგერიებასთან" - განაცხადა კაკაბაძემ.

შეგახსენებთ, რომ მერაბ კობიაშვილი შსს-მ განზრახ მკვლელობისა (108-ე მუხლი) და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის (19-109- მუხლი) ბრალდებით დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 16 თებერვალს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1992 წელს დაბადებულ თ.გ.-ს და 1994 წელს დაბადებულ დ.ს.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა. თ.გ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დ.ს. გადაყვანილია საავადმყოფოში.

საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში მგზავრებს 24-საათიან რეჟიმში ამოწმებენ - შსს განცხადებას ავრცელებს

ბორჯომის მერმა ბაკურიანში უკანონო მშენებლობების მფარველობის სანაცვლოდ მეწარმეს 10 500 ლარი მოსთხოვა - სუს-ი

ჭოპორტში 45 წლამდე მამაკაცმა დედა და და მოკლა - ვინ არიან გარდაცვლილები