ავტორი:

რას გეგმავს ჯანდაცვის სამინისტრო პირბადეებთან დაკავშირებით - "პირბადეების დეფიციტი მსოფლიო მასშტაბითაა"

რას გეგმავს ჯანდაცვის სამინისტრო პირბადეებთან დაკავშირებით - "პირბადეების დეფიციტი მსოფლიო მასშტაბითაა"

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, პირბადეების დეფიციტი მსოფლიოს მასშტაბით შეიქმნა და ამ შემთხვევაში, საქართველო გამონაკლისი ვერ იქნებოდა.

მინისტრის თქმით, უწყება მუშაობს, რომ ქვეყანაში პირბადეები შესაბამისი ღირებულებით შემოიტანონ.

„ეს დეფიციტი მსოფლიო მასშტაბით არის შექმნილი და რა თქმა უნდა, საქართველო ამ შემთხვევაშიც, გამონაკლისი ვერ იქნებოდა. მაგრამ, ჩვენ ვმუშაობთ იმ მიმართულებით, რომ მომწოდებლებმა პირბადეები შესაბამისი ღირებულებით, დამატებით შემოიტანონ“, - განაცხადა ტიკარაძემ.

"მიცვალებულთა შაბათი მოდის და გთხოვთ, საკურთხს აქ ნუ მოიტანთ, მეზობლებს დაურიგეთ" - მამა შალვა მრევლს მიმართავს

ქალი, რომელიც პირბადეებს კერავს და უფასოდ არიგებს - "და სიმსივნით გარდამეცვალა, ამიტომ პირველი რაც გავაკეთე, სიმსივნით დაავადებულებს გავუგზავნე"

ქუთაისში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევა დადასტურდა