ავტორი:

"უბრალოდ ჰარი დამიძახეთ“ - სკანდალის შემდეგ დიდ ბრიტანეთში დაბრუნებული პრინცის მიმართვა საზოგადოებას

"უბრალოდ ჰარი დამიძახეთ“ - სკანდალის შემდეგ დიდ ბრიტანეთში დაბრუნებული პრინცის მიმართვა საზოგადოებას

პრინცი ჰარი დიდი ბრიტანეთიდან სკანდალურად წასვლის შემდეგ სამშობლოში კანადიდან პირველად ჩავიდა.

როგორც ცნობილია, მას შემდეგ, რაც ჰარიმ და მისმა მეუღლემ, უარი თქვეს სამეფო ოჯახის პრივილეგიებზე, დედოფალმა ელისაბედმა მათ სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას სტატუსი ოფიციალურად ჩამოართვა.

ჰარის სურს, რომ მას უბრალოდ ჰარი დაუძახონ, ყოველგვარი რეგალიებისა და ტიტულების გარეშე, ამის შესახებ შოტლადიაში ტურიზმთან დაკავშირებულ სამიტზე გახდა ცნობილი, რომელსაც პრინცი ჰარი დაესწრო.

ოფიციალური შეხვედრა ედინბურგში გაიმართა. სანამ ჰარი სცენაზე სიტყვის სათქმელად ავიდოდა, წამყვანმა, აეშა ჰაზარიკამ დამსწრე საზოგადოებას უთხრა - "მას სურს, ყველა ჩვენგანს სთხოვოს, რომ უბრალოდ ჰარი დავუძახოთ. ამიტომაც, ქალბატონებო და ბატონებო, გთხოვთ, დიდი სითბოთი მივესალმოთ ჰარის“.

მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში პრიცი, სასექსის ჰერცოგის რანგში თავის ბოლო მოვალეობებს შეასრულებს. ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუ როდის დაბრუნდება მეგან მარკლი დიდ ბრიტანეთში. ბრიტანული გამოცემები დადასტურებულად მხოლოდ იმას წერენ, რომ 5 მარტს ის თავის ქმართან ერთად, ერთ-ერთ ოფიციალურ ღონისძიებას უნდა დაესწროს.

ჰარიმ და მეგან მარკლმა 2020 წლის იანვარში განაცხადეს, რომ მათ სამეფო ოჯახისგან დამოუკიდებლად ცხოვრება, ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვება და თავისუფლება სურდათ. მალევე წყვილი, თავიანთ პატარა შვილ არჩისთან ერთად, საცხოვრებლად კანადაში გადავიდა.

"ჯიპები კი არა, ორხიდიანი მანქანები... მე ჯიპი არ მყავს, "ტოიოტა" მყავს" - მეუფე ნიკოლოზი

"ავიცრებოდი თუ არა რომელიმე ჩინური ვაქცინით?" - რას წერს "სინოფარმის" ვაქცინის შესახებ ნანა გეგეჭკორი

"დიახ, ზიანი მომაყენეს, დაჭრილი ვიყავი, მაგრამ თავიდან დაბადება შევძელი" - რას წერს ნეკა დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილთან სკანდალური დავის შემდეგ