ავტორი:

თბილისში KFC-ის ორი ახალი, განსხვავებული კონცეფციის რესტორანი გაიხსნა

თბილისში KFC-ის ორი ახალი, განსხვავებული კონცეფციის რესტორანი გაიხსნა

KFC (Kentucky fried chicken), თითქმის საუკუნეა, მსოფლიოს 120 ქვეყანაში მილიონობით ადამიანის საყვარელი რესტორანია.

KFC - ქართულ ბაზარზე 2014 წელს შემოვიდა. ამ პერიოდში, საქართველოში ბრენდის ცნობადობა ძალიან დაბალი იყო. როგორც, KFC-ის საქართველოს წარმომადგენლები განმარტავენ, კომპანიამ საკმაოდ დიდი პროცესი გაიარა, სანამ ქართულ ბაზარზე თავს დაიმკვიდრებდა, ცნობადობას გაზრდიდა და უამრავ ლოიალურ მომხმარებელს შეიძენდა.

დღესდღეობით, თბილისში KFC ექვსი რესტორნით არის წამოდგენილი.

2020 წლის დასაწყისში, თბილისში, KFC- ის ორი ახალი რესტორანი გაიხსნა: გამრეკელის #2-სა და "სითი მოლი საბურთალოს" მე-2 სართულზე.

გლობალურად KFC-ის რებრენდინგი 2019 წლიდან დაიწყო, განახლება პარალელურად მიმდინარეობდა საქართველოშიც. 2020 წლიდან გახსნილი ყველა რესტორანი მომხმარებელს სთავაზობს ახალ, კომფორტულ, მომხმარებელზე მეტად ორიენტირებულ მომსახურებას - ინოვაციური ტექნოლოგიებისა და სისტემების დახმარებით.

ერთ-ერთი სისტემა, რომელიც KFC-ის რესტორნებში 2018 წლიდან დაინერგა არის "ფიუჟენ კონცეფცია" - ის ამარტივებს პროდუქტის შეკვეთისა და გაცემის პროცესს, ამცირებს რიგებს და ლოდინის დროს.

"KFC ყოველდღიურად ცდილობს განვითარდეს, გახსნას ახალი ფილიალები, დახვეწოს და განავითაროს მომსახურება, შეუქმნას მომხმარებელს კომფორტული გარემო და მუდმივად შესთავაზოს სიახლეები.

ჩვენთან დანერგილი ინოვაციური სისტემის დახმარებით, მომსახურება უფრო მარტივი, კომფორტული და სწრაფი გახდა. სერვისის მისაღებად ფილიალებში დამონტაჟდა კიოსკები, რაც თავის მხრივ, მომხმარებელს უმარტივებს არჩევანის გაკეთებას და ზოგავს მათთვის მნიშვნელოვან დროს. ბრენდის მიზანია, გახდეს მომხმარებლისთვის Safe Choice, გააცნოს მათ პროდუქტები, შეაყვაროს ბრენდი და დაუმეგობრდეს მათ" - აცხადებს KFC საქართველოს მარკეტინგის მენეჯერი ნინო მიშელაძე.

თითქმის 100-წლიანი ისტორიის მქონე ლეგენდარული ქსელი უგემრიელესი მენიუთი 20 000-ზე მეტ რესტორანს მოიცავს მსოფლიოში. KFC-ის მენიუს მხოლოდ ამერიკაში 8 მილიონზე მეტი ადამიანი აგემოვნებს ყოველდღიურად.

"კომპანიას ძალიან დიდი სამომავლო გეგმები აქვს. ბაზარზე მოთხოვნა იზრდება, შესაბამისად მუდმივად მიმდინარეობს ბრენდის განვითარებაზე ზრუნვა და მოთხოვნის მიხედვით ახალი ფილიალების დამატება. ჯერ-ჯერობით იგეგმება თბილისის უბნების ათვისება, შემდეგ კი KFC-ს რესტორნებს მომხმარებელი აუცილებლად იხილავს რეგიონებშიც. პერიოდულად მენიუს დაემატება ახალი პრიდუქტები და მომხმარებლისთვის გაკეთდება საინტერესო შეთავაზებები.“ - განმარტავს ნინო მიშელაძე.

KFC თავისი ლეგენდარული ქათმის მომზადების საიდუმლო რეცეპტით გახდა სახელგანთქმული. რეცეპტი დღემდე საიდუმლოდ ინახება. მისი საიდუმლოება 11 სუნელშია, რომელთა ზუსტი დასახელებაც არავინ იცის.

KFC, სტანდარტული სწრაფი კვების ობიექტების ქსელებისგან განსხვავებით, უნიკალური მიდგომით გამოირჩევა, მისი დევიზი ასეთია: ”ჩვენ არ გემსახურებით სწრაფი კვების კერძებით, ჩვენ გემსახურებით ჯანსაღი საკვებით, რომელიც შეგვიძლია სწრაფად მოვამზადოთ!“

KFC-ის რესტორნებში სამზარეულოს კარი ყველასთვის ღიაა. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს დაათვალიეროს, თუ რა ხდება დახლს მიღმა და სამზარეულოში რა პროცესს გადის შეკვეთა, ვიდრე ის სტუმრებამდე მივა.

R

ავტორი: თეკლე ჯანელიძე

„გრინვოში“ - საქართველოში ავტოსამრეცხაოების ახალი ქსელი გამოჩნდა

ტანსაცმლისა და აქსესუარების ბრიტანული ბრენდი „მატალანი“ საქართველოში პირველ მაღაზიას გახსნის

აქვს თუ არა ექსპლუატაციის ვადა ავეჯს და რამდენ ხანში ერთხელ არის მისი შეცვლა რეკომენდებული?