ავტორი:

რა ხდებოდა "ფეისბუქზე", როცა საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა - ფოტოები, შარჟები და ცნობილების პოსტები

რა ხდებოდა "ფეისბუქზე", როცა საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა - ფოტოები, შარჟები და ცნობილების პოსტები

მას შემდეგ, რაც საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, სოციალურ ქსელებში აქტიურად ვრცელდება სხვადასხვა სახის პოსტი.

თემამ ზოგიერთი ხუმრობის ხასიათზე დააყენა, ზოგი კი ცდილობს პანიკას აყოლილი მოსახლეობა დაამშვიდოს. პანდემიის შიშით, მოქალაქეების ნაწილი აფთიაქებსა და სუპერმარკეტებში გაემართა. "ფეისბუქში" რიგების ამსახველი ფოტოებიც გავრცელდა.

გიორგი კეკელიძე, მწერალი:

ახლაც და მერეც ანუ კორონავირუსის სახელმძღვანელო

1. კორონავირუსის შემოსვლა ჩვენს ქვეყანაში გარდაუვალი იყო. ალბათ გუშინდლამდეც შემოეხეტა რომელიმე საზღვრიდან და მეტიც - მსუბუქი გაციების ფორმით, შესაძლოა გადავიტანეთ მეც, შენც და სხვამაც. თავის დროზე ასე ,,ვუმასპინძლეთ" ე.წ. ღორის გრიპს და სხვა უარეს ვირუსულ დაავადებებს. შესაბამისად, აპოკალიფსი არ იქნება. ახლაც და მერეც, როცა კორონავირუსი წავა.

2. მაგრამ აპოკალიფსი არ იქნება, თუ გავიხსენებთ, რომ ამ გრიპზე იოლად, უფრო სხვა რამ ღუპავს ადამიანს. ამჯერად უკვე მეტაფორებით როდი გელაპარაკებით - სიძულვილზე და შიშზე. არა, ძალიან კონკრეტულ საქმეზე მოგახსენებთ. ნუ დაცლით მაღაზიებს საკვები პროდუქტებისგან და აფთიაქებს წამლებისგან, ნუ გავხდებით ადამიანი-აქლემები. პური და კუჭის წამალი მაინც დავტოვოთ. კუჭის წამალი გრიპს ვერ შველის. და გაითვალისწინეთ რომ შიმშილიც კლავს. და თუ გრიპიანი არ მივდივართ სამსახურში, სხვების მოსაფრთხილებლად, ნურც ასე გამოვაცლით ლუკმას და პარაცეტამოლს, მას ვისაც მხოლოდ მათი ყიდვა შეუძლია. ახლაც და მერეც, როცა კორონავირუსი წავა.

3. კი. ხელი დავიბანოთ. ახლაც და მერეც, როცა კორონავირუსი წავა.

4. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს განსაკუთრებით მოერიდეთ ადამიანები, რომელთა ასაკიც 70 წელს ზემოთაა და თანაც გულსისხლძარღვთა დაავადების მქონეები ან დიაბეტის მატარებლები ხართ. მოერიდეთ, მაგრამ თავს ნუ გაირიყავთ. ახლაც და მერეც, როცა კორონავირუსი წავა.

5. თუ ვინმეს ქუჩაში პირბადით დაინახავთ და ამ დროს ღია ფანჯრიდან რომ ტელევიზორი მოჩანს, იქ ჩაკ ნორისმა ჩაახველა, არ გაიქცეთ. ახლაც და მერეც, როცა კორონავირუსი წავა.

6. ნუ გადაკოცნით დიდი ვნებით ყველას, მაგალითად, ადამიანს, რომელიც პირველად ნახეთ და თქვენი თანაკლასელის თანაკლასელი აღმოჩნდა - სხვა ქალაქში როცა გადავიდა და იქ სწავლობდა. ახლაც და მერეც, როცა კორონავირუსი წავა.

7. ყველა ავტორიტეტული ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, კორონავირუსის შტამი სხვა აქამდე ნაცნობ გამოვლენებთან შედარებით, რომელთაგან უმეტესი ახლაც გვემართება, ნაკლებად იწვევს სიკვდილს. შესაბამისად, მთავარი პრობლემა კორონას ვაქცინის დამზადებაა, რაც დროის საკითხია და მოთმინების. პანიკა არ ვარგა. ახლაც და მერეც, როცა კორონავირუსი წავა.

8. ნუ გამოიყენებთ ფრაზას "რას ამბობ, სხვაგანც ასე ხდება". ახლაც და მერეც, როცა კორონავირუსი წავა.

9. ვიკითხოთ წიგნები, ვიშრომოთ, ვისწავლოთ, გავითვალისწინოთ ერთმანეთი, ვიყოთ თავისუფლები. ახლაც და მერეც, როცა კორონავირუსი წავა.

თქვენი გიორგი კეკელიძე - ახლაც და მერეც, როცა კორონავირუსი წავა".

გურამ შეროზია, ბლოგერი:

"ხალხო, ნუ თესავთ პანიკას! დღეში ასჯერ თუ იძახებთ - ვკვდებიო, მართლა მოკვდებით.

დიახ, არც სამოგზაურო გეგმებს ჩავშლი, არც უცხოელებთან საქმიან შეხვედრებს გავაუქმებ, არც სახლში გამოვიკეტები და არც აქ ვაი-ვიშს ვაპირებ!

თუ მომსვლელია - სახლშიც მომაგნებს და კურიერის, "სტაიანშიკის" ან ვინმე მსგავსის ხელით მომცელავს! :)) ჰოდა, აქ კივილ-წივილს, პრევენციის გზებს გავეცნოთ... არ შემიძლია ამდენი ნეგატივის მოსმენა, კორონა ვირუსით სიკვდილს არ ვაპირებთ, არც მე, არც თქვენ!

მეტი სიფრთხილე და ცხოვრება გრძელდება, აქტიურ და ბედნიერ რეჟიმში!"

ლაშა ღლონტი, მომღერალი:

1. კორონა ვირუსით სპეკულირება მსოფლიო მასშტაბის აფიორაა, რაც ეკონომიკური ომების შედეგია (გვახსოვს ალბად ქათმის, ღორის გრიპები, ებოლა და ა.შ!!!

2. იგი ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ვირუსია.

3. რაც შეეხება სიკვდილიანობას იგი გაცილებით დაბალია ვიდრე სხვა ვირუსით დაავადების შეთხვევაში.

4. მკურნალობა მაღალეფექტურია

5. დაავადება იშვიათია ბავშვებში გარდაცვლილთა უმეტესობა 70 წელს გადაცილებული მოსახლეობაა

6. სხვა სახის გრიპით გარდაცვლილთა რაოდენობა 50-ჯერ აღემატება კორონა ვირუსით გარდაცვლილთა შემთხვევებს 50-ჯერ!!! ანუ თუ კორონათი მსოფლიო მასშტაბით 2 თვეში 3000 ადამიანი დაიღუპა, ჩვეულებრივი გრიპით ამავე პერიოდში დაახლოებით 150000 ადამიანია გარდაცვლილი.

7.დაიბანეთ ხელები ხშირად. ეს გახლავთ ყველაზე მთავარი მოთხოვნა!!! 90% დაავადება ასე ვრცელდება!!!!

8. დღეში 2-3 ჯერ გაანიავეთ ოთახი

9. ნიღაბი ვერაფერს გიშველით

10. მოერიდეთ ადამიანების გადაკოცნას

11. ნუ ვარდებით პანიკაში ეს ძალიან ძალიან სასაცილოა. გახსოვდეთ, რომ კორონა ჩვეულებრივი ვირუსია და თუკი ადამიანი სხვა სერიოზული სენით არაა დაავადებული, იგი ჩვეულებრივად გადაიტანს ამ დაავადებას!!! და კიდევ ერთი!!! ის ფორმა, რაც ჩინეთში დადასტურებულია, სხვა ქვეყნებში ვერ ძლებს და აქედან გამომდინარე საკმაოდ მარტივად მიმდინარეობს!!!!

P.S. გახალისდით გააგრძელეთ ჩეულებრივი წესით ცხოვრება არაფერი განსაკუთრებული არ ხდება

თემას ეხმაურება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის შვილიც:

თოვლიანი გაზაფხული დედაქალაქში - თბილისის ულამაზესი ფოტოები "ფეისბუქიდან"

"ტროლებმა ააგორეს ბინძური პიარი, რომ თურმე თვითიზოლაციის და კარანტინის პირობებს ვარღვევ..." - რა განმარტებას აკეთებს სერგი კაპანაძე

"მსოფლიო იმას იმკის, რაც დათესა" - რას წერს ცნობილი ქართველი მეცნიერი კორონავირუსის პანდემიის მიზეზებზე