ავტორი:

რომის პაპი, რომელსაც ვირუსის ნიშნები ჰქონდა, შეუძლოდ გახდა და ლიტურგიას ვერ დაესწრო

რომის პაპი, რომელსაც ვირუსის ნიშნები ჰქონდა, შეუძლოდ გახდა და ლიტურგიას ვერ დაესწრო

რომის პაპმა ფრანცისკემ სან ჯოვანის ბაზილიკაში დღეს დაგეგმილ ლიტურგიაში მონაწილეობა ვერ მიიღო. მიზეზი ისაა, რომ პაპი თავს შეუძლოდ გრძნობს. ამის შესახებ საზოგადოებას მისი პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, მატეო ბრუნიმ განუცხადა.

როგორც Daily Mail წერს, ფრანცისკე ვატიკანში, სასტუმრო სანტა მარტაში იმყოფება. მის პრესსამსახურში არ საუბრობენ იმის შესახებ, თუ რა სჭირს რეალურად პაპს.

აღსანიშნავია, რომ რომის პაპმა ოთხშაბათს ჩაატარა მესა, რა დროსაც მას ახველებდა და როგორც ფოტოებიდან ჩანს, ვირუსის სხვა ნიშნებიც აღენიშნებოდა.

მესამდე კი მრევლს შეხვდა, მათ ხელს ართმევდა, ჰკოცნიდა და ეხუტებოდა, მიუხედავად კორონავირუსის საფრთხისა.

იტალიაში, ევროპის ქვეყნებს შორის, კორონავირუსით ინფიცირებულთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ვირუსის უმეტესი შემთხვევა ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში გამოვლინდა, რაც შეეხება რომს, აქ კორონავირუსის 3 შემთხვევაა აღნუსხული, სამივე პაციენტი უკვე გამოჯანმრთელებულია.

ირანის ვიცე-პრეზიდენტი კორონავირუსით დაინფიცირდა

ლომბარდიის გუბერნატორმა თვითიზოლაცია გამოაცხადა და ამის შესახებ ხალხს "ფეისბუქით“ შეატყობინა

იტალიაში კორონავირუსით 4 ბავშვი დაინფიცირდა