ავტორი:

საზარელი ავარია ზუგდიდში - გარდაცვლილია 3 ადამიანი, მათ შორის ცოლ-ქმარი, არიან მძიმედ დაშავებულებიც

საზარელი ავარია ზუგდიდში - გარდაცვლილია 3 ადამიანი, მათ შორის ცოლ-ქმარი, არიან მძიმედ დაშავებულებიც

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი კი მძიმედ დაშავდა. დაშავებულები ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში მრავლობითი დაზიანებებით არიან მოთავსებული, მათ შორის ერთის მდგომარეობა მძიმეა.

როგორც სოფლის რწმუნებულმა დავით ბიგვავამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, შემთხვევა წუხელ ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე, დარჩელის მონაკვეთზე მოხდა. გარდაცვლილთა შორის ცოლ-ქმარია.

არსებული ინფორმაციით, მანქანა ბორდიურს შეეჯახა, რის შემდეგაც ამოყირავდა.

შს სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ქობულეთში, ცეცხლსასროლი იარაღით ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

კახეთში  სანადიროდ წასულ მამაკაცს მანქანა ამოუტრიალდა და ქვეშ მოიყოლა

ასპინძაში ავარიას ორი ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა