ავტორი:

გრიგოლ ვაშაძე - "ქართული ოცნება" შერბილდა და სწორი მიმართულებისკენ დაიძრა"

გრიგოლ ვაშაძე - "ქართული ოცნება" შერბილდა და სწორი მიმართულებისკენ დაიძრა"

საუბარში "ქართული ოცნება" შერბილდა და დაიძრა სწორი მიმართულებისკენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძემ გერმანიის ელჩის რეზიდენციასთან განუცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია არანაირ წინადადებას არ დათანხმდება, ვიდრე პოლიტიკურ პატიმრებს არ გაათავისუფლებენ.

"ეს არის არაფორმალური შეხვედრები, არავითარი ოფიციალური წინადადება არ გაკეთებულა, რომც გაკეთებულიყო, ჯერჯერობით, არავის მიუღია. მნიშვნელოვანი საკითხი არის ის, რომ ამ მონეტას ძველებურად ორი მხარე აქვს - პოლიტპატიმრების გარეშე ლაპარაკი არაფერზე არ შედგება, არავითარი წინადადება გაკეთებული არ მიიღება და თუ ციხიდან არ გამოვა ის ხალხი, რომლებიც შეთითხნილი ბრალდებებით იქ სხედან და ის ხალხი, რომლებზეც საქმეებია წარმოებული, ეს საქმეები არ შეწყდება, არავითარი შეთანხმება არ შედგება... საუბარში “ქართული ოცნება” შერბილდა და დაიძრა სწორი მიმართულებისკენ. მოვასწრებთ იმ დანიშნულების წერტილამდე მისვლას, რომელსაც ჰქვია პროპორციული არჩევნები და პოლიტიკური დევნის შეწყვეტა თუ ვერ მოვასწრებთ, რამდენიმე დღე დარჩა და ვნახავთ", - განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის,გერმანიის ელჩის რეზიდენციაში მმართველი გუნდის, ოპოზიციისა და დიპლომატების არაფორმალური შეხვედრა მიმდინარეობს.

გრიგოლ ვაშაძე: "კახურად შემოჰკარით და გადავაგდოთ ბატონ-ყმობა"

"ეხ, ეს გეგმაც როგორ გამიგო ივანიშვილმა, როგორ ჩამიშალა... როგორც გადავაბარეთ ხელისუფლება, ისე გადმოგვაბარებენ" - მიხეილ სააკაშვილი

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"