ავტორი:

რას წერს პაციენტი, რომელიც ინფექციურის ბოქსირებულ პალატაშია: "ჩემს თვალწინ გახსნეს ახალი თეთრეული, გაანიავეს ოთახი..."

რას წერს პაციენტი, რომელიც ინფექციურის ბოქსირებულ პალატაშია: "ჩემს თვალწინ გახსნეს ახალი თეთრეული, გაანიავეს ოთახი..."

იტალიიდან დაბრუნებული ქართველი გოგონა, რომელიც ამჟამად თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია, იქ არსებული მდგომარეობის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

"ყველაფერს დავწერ ობიქტურად, არც ერთ სიტყვას არ გადავამეტებ. 17:00 საათზე მოვედი ჩემი ფეხით, ჩაიწერეს მონაცემები, გამიზომეს სიცხე და მთხრეს, რომ უნდა დავლოდებოდი, 18:00 საათამდე ვიჯექი ჭკვიანად, ვპოსტავდი აქ.

19:00 საათზე გადმომიყვანეს ბოქსირებულ განყოფილებაში და უი, შენ ორსული გოგო არ ხარო? არა-მეთქი, ეს არა ვერ გაიგეს, ეტყობა, და წამო-წამო ისევ მიმღებშიო.

წამიყვანეს, იქ დამხვდა ორსული გოგო, ვიშიც ავერიე (მსუქანა რომ ვარ ამიტომ), ჰოდა ამ გოგოს ხარჯზე მგონი კაი "მოშნ" რიგს გადავახტი შემთხვევით და ამიღეს ნაცხი, ლუგარის გოგო იყო უმშვიდესი და ძაან კარგი გოგო.

დამაბრუნეს ბოქსში, დამსვევს დერეფანში და ველოდებოდი პალატას.

შემიყვანეს პალატაში, ჩემს თვალწინ გახსნეს სულ ახალი თეთრეული, გადააკრეს, გაანიავეს ოთახი, დაგავეს გაწმინდეს... ამიღეს სისხლი ვენიდან, შემომიტანეს თერმომეტრი, რომ ვაკონტროლო სიცხე. ყავთ უამრავი პაციენტი, არ ჩერდება ცხელი ხაზი, ყველას აცვია უნიფორმა, უკეთია პირბადე, მეც მომცეს ახალი.

არიან ყურადღებიანი ექიმები და ძალიან გადაღლილები. ეხლა შემოვიდნენ და დიდი მენიუ ჩამომითვალეს, რა გაჭამოთ ამოირჩიეო. ძაან საყვარლები არიან მართლა, ნუ ლანძღავთ სულ", - წერს მაია მესტუმრე.

გოგონა იტალიიდან რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა. როგორ ამბობს, დაბრუნების შემდეგ გარკვეული პერიოდი თვითიზოლიაციაში იმყოფებოდა და მას შემდეგ, რაც ტემპერატურამ აუწია, ინფექციურ საავადმყოფოს მიმართა.

"მოკლედ ეგეთი ამბავია - რაც იტალიიდან ჩამოვედი სახლიდან არ გავსულვარ და ვიყავი თვითიზოლაციაში. ცოტა მახველებს, ცოტა სურდო მაქვს და ცოტაც სიცხემ მომცა, მოვედი ეგრევე ინფექციურში სიცხე გამიზომეს და ვზივარ მიმღებში.

6-ზე ხალხს გაიყვანენო და შენ შეგიყვანთო, ჰოდა არც ანალიზის, არც ინფექციურში და არც კარანტინში წოლის მეშინია და მგონია, რომ სწორად მოვიქეცი, აქ რომ მოვედი, ყელაზე მეტად რასაც ვნანობ, ის არის, რომ მეორე დღესვე არ მოვედი.. იმიტიმ რომ უკვე კარანტინში ვიქნებოდი წამოგორებული...

ჰოდა ხალხო, რავიცი მე, ეს მგონია სამოქალაქო პასუხისმგებლობა, თორე მეც მჯერა და რაღაც პონტში ზუსტადაც ვიცი, რომ უბრალოდ გავცივდი. ვინც თანხის ან რაიმე სხვა მიზეზით არ მოდიხართ, რავიცი ყველაფერი არის უფასო და სახელმწიფო უზრუნვლყოფს. დამატებით აბებს შეძლებისდაგვარად მოგაწვდით ხოლმე, არც კორონას გამოგაპარებთ", - წერს ინტერნეტმომხმარებელი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის სამი შემთხვევაა დადასტურებული. პირველი, საქართველოს მოქალაქეს დაუდგინდა, რომელიც 50 წლამდე მამაკაცია და ქვეყანაში ირანიდან შემოვიდა. მეორე 31 წლის ქალია, რომელიც ასევე საქართველოს მოქალაქეა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში იტალიიდან ჩამოფრინდა. მესამე ინფიცირებული მამაკაციც საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ირანში იმყოფებოდა.

თოვლიანი გაზაფხული დედაქალაქში - თბილისის ულამაზესი ფოტოები "ფეისბუქიდან"

"ტროლებმა ააგორეს ბინძური პიარი, რომ თურმე თვითიზოლაციის და კარანტინის პირობებს ვარღვევ..." - რა განმარტებას აკეთებს სერგი კაპანაძე

"მსოფლიო იმას იმკის, რაც დათესა" - რას წერს ცნობილი ქართველი მეცნიერი კორონავირუსის პანდემიის მიზეზებზე