ავტორი:

ამირან გამყრელიძის მეუღლე და შვილები - უცნობი ფაქტები ცნობილ ექიმზე

ამირან გამყრელიძის მეუღლე და შვილები - უცნობი ფაქტები ცნობილ ექიმზე

მას შემდეგ, რაც საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვეა დაფიქსირდა, პრაქტიკულად გამუდმებით ვხედავთ ეკრანებზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორს ამირან გამყრელიძეს. მას აქამდეც იცნობდა მთელი საქართველო და საკმაოდ დიდი პატივისცემითა და ნდობით სარგებლობდა საზოგადოებაში, თუმცა ბოლო დღეებში ნამდვილ ვარსკვლავად იქცა სოციალურ ქსელში.

ამ საყოველთაო პანიკაში ის აღმოჩნდა ადამიანი, რომლის სიმშვიდე და დამაჯერებელი ტონი, ბევრ ადამიანზე ძალიან დადებითად მოქმედებს და პანიკას თითქოს განმუხტავს კიდეც.

ცნობისათვის, ბატონი ამირანი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორია, საქართველოს უნივერსიტეტის სრული პროფესორი. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი იყო 2001 წლის 29 დეკემბრიდან 2003 წლის 27 ნოემბრამდე. არის ევროპის ალერგიისა და კვლევითი იმუნოლოგიის აკადემიის წევრი, ჯანდავის მსოფლიო ორგანიზაციის პროგრამების კოორდინატორი საქართველოში.

დაიბადა 1951 წლის 24 იანვარს თბილისში. სწავლობდა თბილისის №4 საჯარო სკოლაში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი და მალევე დაინიშნა იმავე ინსტიტუტის ალერგოლოგიის კათედრის უფროსს ლაბორანტად; 1991-1996 წლებში იყო სამედიცინო უნივერსიტეტის კვლევითი და ექსპერიმენტული მედიცინის ინსტიტუტის ალერგიულ დაავადებათა ეპიდემიოლოგიისა და კვლევითი იმუნოგენეტიკის განყოფილების გამგე.

1988-1996 წელბში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური და ექსპერიმენტული მედიცინის ინსტიტუტის ალერგიულ დაავადებათა ეპიდემიოლოგიისა და იმუნოგენეტიკის დეპარატამენტის უფროსი; 1995-1997 წლებში მუშაობდა ჯანდაცვის მართვის ნაციონალური ცენტრის დირექტორად. 1997-2001 წლებში იყო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე; 2001-2004 წლებში - მინისტრი. წაიკითხეთ სრულად

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"

"უპირველესი ამოცანაა, "რუსთავი 2" იყოს ყველაზე რეიტინგული და ყველაზე სანდო ტელევიზია" - რა სიახლეებს უმზადებს ტელეკომპანია მაყურებელს დაარსების 26-ე წელს

თენგიზ თელიას მთავარი რეკომენდაცია!