ავტორი:

1-ლი მარტიდან ოკუპირებულ აფხაზეთში ნარკოტიკების გავრცელებისთვის დამნაშავეს სიკვდილით დასჯიან - მედია

1-ლი მარტიდან ოკუპირებულ აფხაზეთში ნარკოტიკების გავრცელებისთვის დამნაშავეს სიკვდილით დასჯიან - მედია

1-ლი მარტიდან ოკუპირებულ აფხაზეთში ნარკოტიკების გავრცელებისთვის დამნაშავეს სიკვდილით დასჯიან. ამის შესახებ „სპუტნიკს“ დე ფაქტო პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრმა დიმიტრი დბარმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ეს ნორმა ჯერ კიდევ პირველ იანვარს უნდა ამოქმედებულიყო.

„ეს გაკეთდა იმიტომ, რომ მინისტრთა კაბინეტს განესაზღვრა დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის შესახებ გაგება, რათა ეს ნორმა არ შეხებოდა მომხმარებლებს, არამედ მხოლოდ გამავრცელებლებს. პარლამენტმა მიიღო დადგენილება, მინისტრთა კაბინეტისადმი მიმართვა ამ განსაზღვრებაზე ემუშავათ, მაგრამ მათ ეს დღემდე არ გააკეთეს“, - აღნიშნა დბარმა.

მისი თქმით, ეს კანონი მიმართულია ნარკოტიკის გამავრცელებელთა საქმიანობის აღკვეთისკენ.

აფხაზეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

აფხაზეთში, ლომების პარკში ცხოველებს შიმშილით სიკვდილი ემუქრებათ

"არც ნიღბები გვაქვს, არც ხელთათმანები... უარს ვამბობ მორიგეობაზე" - ცხინვალში ექიმი, რომელმაც კარანტინის პირობები გააპროტესტა, სამსახურიდან დაითხოვეს