ავტორი:

მოჭიდავე შვილის ქომაგობის დროს, დარბაზში მამა გარდაიცვალა - ლუკა მარიამიძის ტრიუმფი ტრაგედიის ფონზე

მოჭიდავე შვილის ქომაგობის დროს, დარბაზში მამა გარდაიცვალა - ლუკა მარიამიძის ტრიუმფი ტრაგედიის ფონზე

ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატზე სამწუხარო ფაქტი მოხდა. როდესაც მოჭიდავე ლუკა მარიამიძე ნახევარფინალურ მატჩს ატარებდა, დარბაზში მყოფი მისი მამა მოულოდნელად გულის შეტევით გარდაიცვალა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია "ფეისბუქზე" პოსტს აქვეყნებს. ფედერაციის ცნობით, ლუკამ ნახევარფინალური შეხვედრა მოიგო და ყველასთვის მოულოდნელად, ის ფინალშიც გამოცხადდა და მამის სულის პატივსაცემად საჭიდაო ხალიჩაზე გავიდა.

"ლუკა მარიამიძეს ვულოცავთ საქართველოს ჩემპიონატზე შესანიშნავ გამარჯვებას!

გუშინ, საქართველოს ჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის რამდენიმე შეხვედრა მოიგო და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა - მამამისი ტრიბუნაზე გულის შეტევით გარდაიცვალა. ლუკამ ის შეხვედრაც მოიგო. მერე მამა სახლში გადაასვენეს დღეს კი ლუკას აღარ უნდა ეჭიდავა, მაგრამ დილით დარბაზში მივიდა და გამოაცხადა, რომ აუცილებლად იჭიდავებდა... მამამისის სულის პატივსაცემად.

საღამოს ხალიჩაზე გავიდა, სუფთად მოიგო და საქართველოს ჩემპიონი გახდა. მერე კი ვეღარ გაუძლო ემოციებს...

ეს ბიჭი აქამდე ჭაბუკთა ნაკრების წევრი იყო. ახლა ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში გაინაღდა ადგილი. ვუსამძიმრებთ და ვულოცავთ!" - ნათქვამია ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორია კორონავირუსით ინფიცირებული 3 პაციენტის მდგომარეობა - უახლესი ცნობები ინფექციური საავადმყოფოდან

"მეღვინეების ბრძოლაში" ქართველები ლიდერობენ

პაატა იმნაძე - ჩვენ ვამბობთ, რომ ერთი კოვზი არ გამოიყენო და ახლა, მე ხომ არ შემიძლია შევცვალო რელიგიური რიტუალები?