ავტორი:

მგზავრობის დროს აუცილებლად გასათვალისწინებელი რჩევები

მგზავრობის დროს აუცილებლად გასათვალისწინებელი რჩევები

ხანგრძლივი მგზავრობის შესამსუბუქებლად მგზავრები წინასწარ ამზადებენ საყვარელ ფილმებს, მუსიკას, წიგნებს, რომ დრო სწრაფად და სასიამოვნოდ გავიდეს. ალბათ, ხშირად გაგიგიათ ისიც, რომ საძილე აბებს ან მცირეოდენ ალკოჰოლს იღებენ, ზედმეტი სტრესისა და დაძაბულობის გარეშე მგზავრობისთვის. თუმცა ამ დროს მათ ავიწყდებათ მთავარი. პირველი, რაზეც ხანგრძლივი მგზავრობის წინ უნდა იზრუნონ, არის მათი ვენები ქვედა კიდურებში. ეს პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია მათთვის, ვისაც ვარიკოზული ვენები აწუხებს. თუმცა სპეციალური რეკომენდაციები უნდა გაითვალიწინონ მათაც, ვისაც ვენებთან დაკავშირებული პრობლემები არ აქვს.

როდესაც დიდი ხნის განმავლობაში ზიხართ, იქნება ეს თვითმფრინავში, მანქანასა თუ მატარებელში, ქვედა კიდურებში არსებული ვენები სისხლის მაღლა დაბრუნებას ვეღარ ახერხებენ და ხდება დაგროვება. ამ დროს ადამიანები განიცდიან სიმძიმესა და ტკივილს ფეხებში, ხშირია შეშუპებაც. ერთი შეხედვით ეს მარტივი პრობლემა კი შეიძლება ვენების თრომბებში გადაიზარდოს და იშვიათად, მაგრამ მაინც, ფილტვის თრომბოემბოლია გამოიწევიოს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, საჰაერო მოგზაურობის დროს განსაკუთრებით იზრდება თრომბოემბოლიზმის რისკი.

რისკების თვალსაზრისით ექიმები ადამიანებს სამ ჯგუფად ყოფენ და მათთვის სხვადასხვა სახის რეკომენდაციებს გასცემენ. თუმცა არსებობს საერთო რჩევებიც, რომლის გათვალისწინებაც ნებისმიერ ადამიანს სჭირდება მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა ვენებთან დაკავშირებული პრობლემები. ამ დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სპეციალურ კომპრესიულ წინდებს.

211 ადამიანის გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ 7-8 საათზე მეტი ხანგრძლივობის მგზავრობის დროს მგზავრებს, რომლებიც არ ატარებდენ ელასტიურ წინდებს, ფეხების შეშუპება აღენიშნებოდათ. მაჩვენებელი უფრო მძაფრი იყო, როდესაც მგზავრობის დრო 11-12 საათს აჭარბებდა. სწორედ ამიტომ სპეციალისტები რეკომენდაციას უწევენ „სიგვარისის“ ბრენდის სპეციალურად მგზავრობისთვის შექმნილ „ტრავენოს“ წინდებს. აღნიშნული წინდები საჭირო ზეწოლით სისხლს ქვევიდან ზევით მოძრაობაში ეხმარება და ხელს უშლის ვენებში სისხლის შეგუბებას. შედეგად კი ადამიანებს აღარ აწუხებთ ფეხების ტკივილი და შეშუპება. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული წინდები ნატურალური მასალისგანაა დამზადებული და კანი სუნთქავს.

ახლა კი გთავაზობთ რჩევებს, რომელიც მგზავრობის დროს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ და ვენებთან დაკავშირებული პრობლემები არ შეგექმნებათ.

ტანსაცმელი

აუცილებლად ჩაიცვით კომპრესიული წინდები. კომპრესიის დონე კი ექიმმა უნდა შეგირჩიოთ. ატარეთ ფართო, კომფორტული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, რომელიც სისხლის მოძრაობას არ შეზღუდავს. მოერიდეთ ჯინსებს, სინთეტიკური მატერიებისგან დამზადებულ ტანსაცმელს.

საკვები და სასმელი

მგზავრობის წინ და უშუალოდ მგზავრობის დროსაც მოერიდეთ ალკოჰოლს, ყავას, შავ ჩაის, რადგან ეს პროდუქტები ორგანიზმის დეჰიდრატაციასიწვევს. მიირთვით მსუბუქი საკვები. მიიღეთ საჭირო რაოდენობის სითხე, რომ სისხლი გათხელდეს. ექიმების რეკომენდაციით, ყოველ 2 საათში 250 მლ წყალი უნდა მიიღოთ. ამ წესების დაცვით თავს კომფორტულად და უსაფრთხოდ იგრძნობთ ხანგრძლივი მგზავრობის დროსაც კი.

ვარჯიში

მგზავრობის დროს ჯდომას თავს ვერ აარიდებთ, თუმცა ეცადეთ, მუდმივად ამოძრაოთ სხეული. პერიოდულად აკეთეთ კიდურებისა და სხეულის სხვადასხვა ნაწილების ვარჯიშები. ეს განსაკუთრებით ქვედა კიდურებს ეხება, რომ ტერფისა და წვივის კუნთები ამუშავდენენ და სისხლის მიმოქცევის გააქტიურებას შეუწყონ ხელი. თუ თვითმფრინავით ან მატარებლით მგზავრობთ და საშუალება გაქვთ, საათში ერთხელ წამოდექით და ცოტა გაისეირნეთ. მანქანით მგზავრობის შემთხვევაში კი გაჩერდით 2 საათში ერთხელ და გადმოდით მანქანიდან. მაქსიმალურად მოერიდეთ საძილე საშუალებების მიღებას.

SEU-ს უპრეცედენტო გადაწყვეტილება სტუდენტებისთვის

„სეუ დეველოპმენტი“ მომხმარებლებს განვადებაზე 3-თვიან საშეღავათო პერიოდს უწესებს

სისხლის შემადგენელი ნაწილის - პლაზმის დონაცია, პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველი და ერთადერთი დონორული პლაზმაცენტრი