ავტორი:

"როცა საქართველოში მოვდიოდი, სასტუმრო დავჯავშნე, მაგრამ ახლა აბასთუმანში ვარ" - რას ყვება ირანელი პაციენტი, რომელიც კორონავირუსმა ვარსკვლავად აქცია

"როცა საქართველოში მოვდიოდი, სასტუმრო დავჯავშნე, მაგრამ ახლა აბასთუმანში ვარ" - რას ყვება ირანელი პაციენტი, რომელიც კორონავირუსმა ვარსკვლავად აქცია

შაჰაბ კარიმიზარე ის ირანელი მამაკაცია, რომელიც ერთი ვიდეოთი იმდენად პოპულარული გახდა, რომ უცხოური მედიასაშუალებების ყურადღებაც მიიქცია. საქართველოში ინტერნეტჰიტად იქცა ის მომენტი, თუ როგორ აბრუნებს პაცინეტს კლინიკაში ინფექციური საავადმყოფოს წარმომადგენელი.

ჟურნალმა "გზამ" მასთან ინტერვიუ ჩაწერა, გთავაზობთ ამონარიდებს:

- შაჰაბ, თქვენი "ლაივი" ვნახეთ აბასთუმნის ფილტვის ცენტრიდან და ფოტოც. როგორც ჩანს, კარგად გრძნობთ მანდ თავს, ხომ?

- "ლაივების" გადაღება დიდად არ მიყვარს, მაგრამ ამ შემთხვევაში დავდე. დიახ, ძალიან კარგ ოთახში ვცხოვრობ და აქაურობით ნამდვილად კმაყოფილი ვარ, შესანიშნავი პირობებია, საჭმელიც, სასმელიც, პერსონალი ხომ საერთოდ, ძალიან კარგი ექიმები არიან, კეთილი, ყურადღებიანი.

შაჰაბ კარიმიზარეს საუზმის ფოტო აბასთუმნის კარანტინიდან

პირადად მე, ძალიან მომწონს. უკვე კვირაზე მეტია, აქ ვარ. სავარაუდოდ, აბასთუმანს 12 მარტს დავტოვებ და თბილისში ჩამოვალ. წესით, რამდენიმე დღეში კვლავ ირანში უნდა დავბრუნებულიყავი, თუმცა, იმის გამო, რომ ცოტა გაცივებული ვიყავი, ექიმებმა იფიქრეს, რომ კორონავირუსი მქონდა, ტესტირება ბევრჯერ ჩამიტარეს და საბედნიეროდ, ვირუსი არ დადასტურდა, საკარანტინო ვადა კი ცხადია, უნდა გავიარო.

- საქართველოში პირველად ხართ?

- დიახ, პირველად ვარ და ვფიქრობ, ძალიან კარგი ქვეყანაა, ლამაზი, თავისი ბუნებით და ხალხით. აქ კეთილი, ბედნიერი ადამიანები ცხოვრობენ. მეც ძალიან მოხარული და ბედნიერი ვარ, რომ აქ მომიწია ყოფნამ. როცა საქართველოში მოვდიოდი, სასტუმრო დავჯავშნე და იქ უნდა მეცხოვრა, თუმცა ახლა აქ ვარ წაიკითხეთ მეტი

სახელმწიფო ასევე დაეხმარება დასაქმებულებს, რომლებსაც მარტის ხელფასი აპრილში ჩაერიცხათ, მაგრამ აპრილში სამსახური დაკარგეს

"გაფართოვდა კომპენსაციის მიმღებ დასაქმებულ პირთა წრე..." - შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს

ახლა უკვე Volvo-ს ყველა მოდელს აქვს 180 კმ/სთ სიჩქარის შეზღუდვა და „Care Key“ მეტი უსაფრთხოებისთვის