ავტორი:

ხაშურის ცენტრში ქმარმა ცოლი დაჭრა

ხაშურის ცენტრში ქმარმა ცოლი დაჭრა

ხაშურში ახალგაზრდა ქალი ქმარმა დაჭრა. შემთხვევა ქალაქის ცენტრში, ათეულობით თვითმხილველის თვალწინ მოხდა.

დაჭრილი ხაშურის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, პაციენტს გულმკერდისა და მუცლის არეში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. 24 წლის ქალს დაზიანებული აქვს სხვადასხვა ორგანო. კლინიკაში შეყვანისას დაფიქსირდა გულის გაჩერებაც, თუმცა ექიმებმა გულის ამუშავება შეძლეს.

პაციენტს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდება.

არსებული ინფორმაციით, კამათი განქორწინებაზე წამოწყებულმა დავამ გამოიწვია, რის შემდეგაც მამაკაცმა ქალი დაჭრა.

ბრალდებული დაკავებულია. გამოძიებას შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს.

ქობულეთში 70 წლის მამაკაცს ნარჩენების დაწვისას ცეცხლი მოეკიდა და ადგილზე დაიღუპა

თვითმხილველის თქმით, ხაშურში მამაკაცმა 24 წლის ცოლი დედის თვალწინ დაჭრა

კახეთის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა