ავტორი:

"დავეხმაროთ ხატიას, რომ 10 თვის პატარა დედის გარეშე არ დარჩეს" - 24 წლის გოგოს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

"დავეხმაროთ ხატიას, რომ 10 თვის პატარა დედის გარეშე არ დარჩეს" - 24 წლის გოგოს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

24 წლის ხატია თუშურაშვილს, რომელსაც თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა, საზოგადოების დახმარება ესაჭიროება. როგორც გოგონას ახლობლები ყვებიან, ხატიას ერთი ოპერაცია საქართველოში უკვე ჩაუტარდა, თუმცა მკურნალობის საზღვარგარეთ გაგრძელებაა საჭირო, რისი თანხებიც ოჯახს არ გააჩნია.

"გამარჯობა მეგობრებო. მინდა, ცოტა რამ მოგიყვეთ გოგონაზე, რომელიც სიცოცხლისთვის იბრძვის. ხატია 24 წლისაა, ენერგიული და უსაყვარლესი გოგოა. ჰყავს ძალიან საყვარელი პაწაწინა, 10 თვის ნიკოლოზი. დავეხმაროთ მას, რომ პატარა ნიკოლოზი დედის გარეშე არ დარჩეს.

სამწუხაროდ, ხატიას დაუდგინეს თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე. საქართელოში უკვე ჩაუტარდა ურთულესი ოპერაცია ტვინზე. მისი სიცოცხლის გადასარჩენად ახლა საჭიროა საზღვარგარეთ მკურნალობა, ქიმიოთერაპიისა და რეაბილიტაციის კურსი, რაც საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. სამწუხაროდ ოჯახმა ყველა რესურსი ამოწურა. მას ახლა ჩვენი გვერდში დგომა და დახმარება სჭირდება. თითოეული თეთრი ძვირფასი და მნიშვნელოვანია" - წერენ ხატიას მეგობრები სოციალურ ქსელში. "ფეისბუქზე" 24 წლის ახალგაზრდა დედის გადასარჩენას უამრავი ადამიანია გაერთიანებული.

დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ ანგარიშზე:

საქართველოს ბანკი: GE05BG0000000323441400

თიბისი ბანკი: GE92TB7665845064300014

ლიბერთი ბანკი: GE61LB0711167860985000

მიმღები: იოსებ ელკანიშვილი

აფრიკაში დატყვევებული ოთხი ქართველი მეზღვაური თავისუფალია

როგორია კორონავირუსის სიმპტომები და რა შემთხვევაში უნდა მივმართოთ ექიმს - სპეციალისტების პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე

"ცრუ იმედია იმის თქმა, რომ კორონავირუსი უბრალოდ გაქრება ზაფხულში" - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი