ავტორი:

რა ქონებას ფლობს მთავრობაში მობრუნებული 3 მინისტრი

რა ქონებას ფლობს მთავრობაში მობრუნებული 3 მინისტრი

საქართველოში ქონებრივ დეკლარაციას 2 800-ზე მეტი თანამდებობის პირი ავსებს. კანონმდებლობის მიხედვით, დეკლარაციის შევსების ვალდებულება აქვთ - პრეზიდენტს, პარლამენტის წევრებს, მინისტრებს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, მერებსა და სხვა თანამდებობის პირებს.

"ბიზნესპრესნიუსი" დაინტერესდა, თუ რა ქონებას ფლობენ და როგორია იმ მინისტრების ფინანსური მდგომარეობა, რომლებიც სამთავრობო ჯგუფში მეორედ მოვიდნენ.

დღეის მდგომარეობით, მთავრობის შემადგენლობაში გვყავს სამი მინისტრი, რომელიც თანამდებობის დატოვების შემდეგ, სხვადასხვა სამინისტროს ხელმძღვანელად მეორედ დაინიშნენ.

ირაკლი ღარიბაშვილი

მათ შორის, არის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც გასული წლის შემოდგომაზე პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის გადადგომის შემდეგ, მთავრობის შეცვლილ შემადგენლობაში როგორც თავდაცვის მინისტრი, ისე დაბრუნდა. სამთავრობო ცვლილებები 2019 წლის სექტემბერში განხორციელდა. მანამდე კი, 2019 წლის მარტში ყოფილი პრემიერი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში დაბრუნდა. შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტი 2015 წლის 23 დეკემბერს დატოვა. მანვე პრემიერ-მინისტრის პოსტი 2013 წლის 20 ნოემბერს დაიკავა.

მთავრობაში დაბრუნებამდე ღარიბაშვილი შპს „ევრო-აზიური მენეჯმენტ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს მრჩევლის პოზიციას იკავებდა, სადაც მისმა შემოსავალმა 2018 წლის განმავლობაში 169 926,87 ლარი შეადგინა.

უძრავ-მოძრავ ქონებას რაც შეეხება, 2019 წლის 13 ოქტომბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ღარიბაშვილი ფლობს 121,8 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას თბილისში, იმავე მისამართზე მდებარე 16 კვ. მეტრის ავტოფარეხს; დედაქალაქში მდებარე 170 კვ. მეტრისა და 159 კვ. მეტრის ბინებს, ასევე იმავე მისამართზე მდებარე ორ - 38 კვადრატული მეტრისა და 11 კვ. მეტრი ფართობის არასაცხოვრებელ ფართს. მის საკუთრებაშია ასევე, მსუბუქი ავტომობილი, 2019 წელს გამოშვებული - აუდი A8, რომელიც განვადების ხელშეკრულების თანახმად, მიმდინარე წელს 75 620 ევროდ აქვს შეძენილი.

რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში, ღარიბაშვილს სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე 44 357.53 ლარი; 169,31 დოლარი, ხოლო ნაღდი ფულადი თანხის სახით, 50 000 ლარი ჰქონდა.

თავდაცვის მინისტრს მეუღლე და ოთხი შვილი ჰყავს. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მისი მეუღლე ფლობს 1 530 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს დაბა ბაკურიანში, რომელიც 2019 წელს 76 500 დოლარად აქვს შეძენილი. მის საკუთრებაშია ასევე: მსუბუქი ავტომობილი, 2018 წელს გამოშვებული RANGE ROVER VELAR-ი, რომელიც გასულ წელს 46 000 ევროდ აქვს შეძენილი.

ვახტანგ გომელაური

ასევე 2019 წლის სექტემბერში შინაგან საქმეთა მინისტრის პოზიციაზე მეორედ დაინიშნა ვახტანგ გომელაური. მანამდე ის ამ პოსტს 2015 წელს იკავებდა. როგორც 2019 წლის 19 ივნისს შევსებული ქონებრივი დეკლარაციაშია აღნიშნული, გომელაურის სახელზე უძრავ-მოძრავი ქონება არ არის რეგისტრირებული. რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში 12 207,16 ლარი; 7 185,31 დოლარი და 3 000 ევრო; ნაღდი ფულადი თანხის სახით კი, 32 500 ლარი ჰქონდა...წაიკითხეთ სრულად

"თუ მგზავრობთ მაღალი რისკის ქვეყნიდან, უნდა დაიცვათ შემდეგი წესები..." - საქართველოს საგარეო უწყება რეკომენდაციებს აქვეყნებს

კორონავირუსული ინფექციის შიდაგავრცელების ფაქტი ამ ეტაპზე საქართველოში არ დაფიქსირებულა - გამყრელიძე

"როცა ინფექციის გადატანა ხდება მოსახლიდან-მოსახლეზე სიტუაცია რთულდება" - ჯანდაცვის მინისტრი