ავტორი:

უბედური შემთხვევა ჩინეთში - ჩამოინგრა სასტუმროს შენობა, სადაც ათობით ადამიანი კარანტინში იმყოფებოდა

უბედური შემთხვევა ჩინეთში - ჩამოინგრა სასტუმროს შენობა, სადაც ათობით ადამიანი კარანტინში იმყოფებოდა

ჩინეთის ერთ-ერთ პროვინციაში 5 სართულიანი სასტუმრო ჩამოინგრა, სადაც ათობით პირი კარანტინს გადიოდა. ინფორმაციას ჩინური მედია ავრცელებს.

გავრცელებული ცნობებით, ამ დროისთვის მაშველებმა დაახლოებით 30 ადამიანის ნანგრევებიდან გამოყვანა მოახერხეს.

ინფორმაცია დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ამ დროისთვის არ ვრცელდება. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობენ.

ჩინეთში ჩამონგრეული სასტუმროს ფოტოები, სადაც საკარანტინო ზონა იყო  - ტრაგედიას 10 ადამიანი ემსხვერპლა

კორონავირუსის გამო, იტალიაში, ლომბარდიის რეგიონი და 14 პროვინცია ჩაკეტეს - სავალდებულო კარანტინში 16 მილიონი ადამიანია

რომის პაპი საკვირაო ლოცვას ონლაინ ჩაატარებს