ავტორი:

"ვინაიდან გადაწყვეტილი ჰქონდა მოკვლა, გაქცულ მეუღლეს დაეწია და კვლავ დანა დაარტყა" - პროკურატურა ხაშურში მომხდარ დაჭრის ფაქტზე

"ვინაიდან გადაწყვეტილი ჰქონდა მოკვლა, გაქცულ მეუღლეს დაეწია და კვლავ დანა დაარტყა" - პროკურატურა ხაშურში მომხდარ დაჭრის ფაქტზე

გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და ხაშურში ყოფილი მეუღლის მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულ მ.ლ. - ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნულ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 5 მარტს, მ.ლ-მ განზრახ მოკვლის მიზნით, გენდერის ნიშნით, გულმკერდისა და მუცლის არეში, ასევე სხეულის სხვადასხვა ადგილებში, დანა არაერთხელ დაარტყა ყოფილ მეუღლეს ს.ჩ-ს, რომელმაც გაქცევა შეძლო.

"მ.ლ, ვინაიდან გადაწყვეტილი ჰქონდა ს.ჩ-ს მოკვლა, დაეწია მას და კვლავ მიაყენა დანით მრავლობითი დაზიანება. შემთხვევის ადგილზე მყოფმა პირებმა მ.ლ.-ს გააგდებინეს დანა, დაზარალებული კი გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში, სადაც მას დროული სამედიცინო ჩარევით შეუნარჩუნდა სიცოცხლე.

მ.ლ-ს წარედგინა ბრალდება ყოფილი მეუღლის მიმართ, გენდერის ნიშნით, განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19,109 მუხლის მეორე ნაწილის "დ" პრიმა და "ვ" ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ხაშურში მამაკაცმა ყოფილი მეუღლე ქუჩაში დაჭრა. 24 წლის სალომე ჩიქოვანის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. დაჭრის მომენტში ახალგაზრდა ქალი დედასთან ერთად მიდიოდა ქუჩაში.

რა დროსაც მეუღლეს შეხვდა და შელაპარაკება მოუვიდათ განქორწინების საკითხთან დაკავშირებით. ამის შემდეგ მამაკაცმა ქალი დაჭრა. ბრალდებული პოლიციამ ადგილზე დააკავა.

პოლიციამ თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის იძულებით კარანტინში კიდევ 20 ადამიანი გადაიყვანა

თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის იძულებით კარანტინში 10 ადამიანი გადაიყვანეს

გიგი უგულავამ პრეზიდენტს გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართა