ავტორი:

"ბაბუამ 17 წლის წინ გადაიხადა ფული ამ ბინაში, მას შემდეგ დარდით არ სძინავს" - ქეთო თოფურიძე "ჩიკას" და იმედა კახიანის სკანდალურ ბინაზე

"ბაბუამ 17 წლის წინ გადაიხადა ფული ამ ბინაში, მას შემდეგ დარდით არ სძინავს" - ქეთო თოფურიძე "ჩიკას" და იმედა კახიანის სკანდალურ ბინაზე

იმედა კახიანის ოჯახი კიდევ ერთ სკანდალში ეხვევა. ცოტა ხნის წინ, "მთავარი არხის" ეთერში სიუჟეტი გავიდა, სადაც ნათქვამი იყო, რომ მსახიობის სახლი, რომელიც სვანიძის ქუჩაზე მდებარეობს რეალურად "ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობს ანა ჩირაძეს ეკუთვნის.

რეალობის გასარკვევად AMBEBI.GE იმედა კახიანის შვილიშვილს ქეთო თოფურიძეს დაუკავშირდა:

- 2000-იან წლებში იმედამ სხვა ადამიანებთან ერთად კერძო მშენებელს მურთაზ გვიდიანს გადაუხადა თანხა, რომლის თანახმად უნდა აშენებულიყო ბინა, სადაც საცხოვრებლად გადავიდოდით. მშენებლობა ორ წელიწადში უნდა დასრულებულიყო, თუმცა დღემდე არ დამთავრდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მურთაზ გვიდიანმა ეს ფართები გაყიდა არაერთხელ სხვადასხვა პირებზე და ყველანი დავზარალდით. მან წლების წინ გვითხრა, რადგან თქვენი ბინის აშენება ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა სხვა ბინას მოგცემთო და გადავედით სხვა საცხოვრებელ ფართში.

ამ შეთანხმების მიუხედავად, წლების შემდეგ, გამოჩნდა სხვა პირი, რომელმაც განაცხადა, რომ სახლი მისი იყო და ჩვენ აღმოვჩნდით სახლის გარეშე. ახლა კი ასეთი სიუჟეტი გავიდა ეთერში, რაც ჩვენთვის მოულოდნელი იყო. "მთავარი არხი" რაც არის მოგეხსენებათ, ჯერ ბიძაჩემზე, გიორგი კახიანზე მოამზადეს აბსურდული სიუჟეტი, ახლა ჩვენს ოჯახზე. სიუჟეტში ამბობენ, თითქოს იმედა კახიანი ცხოვრობს ანი ჩირაძის ბინაში, რაც ტყუილია.

ის ბინა გუდაურის ქუჩაზე მდებარეობს, ბაბუაჩემი ყიფშიძის ქუჩაზე ცხოვრობს, ჩემი დის ანასტასიას სახლში. ანი ჩირაძეს ესაუბრა ჩემი უფროსი და, ნინი ბადურაშვილი და გაირკვა, ანის ჩვენი არანაირი ინტერესი არ ჰქონია. "მთავარი არხის" ნიუსის გუნდის სიტყვები იყო ეს, თითქოს იმედა ცხოვრობს ჩირაძის სახლში. ეს არის დეზინფორმაციის გამავრცელებელი არხი, რომელიც უნამუსოდ ამბობს ტყუილებს. ისინი რეპუტაციას ულახავენ 82 წლის იმედა კახიანს, რომელმაც წესიერი ცხოვრებით იცხოვრა და არანაირ სიბინძურეში არ გარეულა.

- აპირებთ უჩივლოთ "მთავარ არხს"?

- ჩივილს არ ვაპირებთ, მაგრამ ისინი უაპელაციოდ იყენებენ ბოროტად ჩვენი ოჯახის სახელს, რის გამოც აუცილებლად დაისჯებიან, მაგრამ როგორ ამას მე და ჩემი დები გადავწყვეტთ. დღეს გავიგეთ რომ ფართი ანა ჩირაძეზეც არის გაყიდული, ბაბუაჩემმა 17 წლის წინ გადაიხადა ფული სახლში და მას შემდეგ ხან ნაქირავებში ცხოვრობს, ხან მცხეთაში, ხან ნათესავთან და დარდით ღამეები აღარ სძინავს.

გაიცანით აბიტურიენტები, რომლებმაც 100%-იანი დაფინანსება მიიღეს - "სკოლაში მიღებული ცოდნა საკმარისი არ იქნებოდა  გამოცდებზე წარმატებისთვის"

1-4 სექტემბერს საქართველოში 38 გრადუსამდე დაცხება - სინოპტიკოსები ტყის ხანძრების საფრთხეზე გვაფრთხილებენ

კორონავირუსი "ქართული ოცნების" სათაო ოფისში დასაქმებულ პირთან კონტაქტში მყოფ 5 პირს დაუდასტურდა - ამირან გამყრელიძე