ავტორი:

გურიაში, ოზურგეთის სოფელ ვაკიჯვარში ხანძარია

გურიაში, ოზურგეთის სოფელ ვაკიჯვარში ხანძარია

გურიაში, ოზურგეთის სოფელ ვაკიჯვარში ხანძარია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მისივე ინფორმაციით, იწვის ქარსაცავი ზოლი.

"გურიაში, ოზურგეთის სოფელ ვაკიჯვარში ხანძარია. იწვის ქარსაცავი ზოლი დაახლოებით 10 ჰა-ზე. სიახლოვეს არის დასახლებული პუნქტი.

შესაბამის სამსახურებთან ერთად, მე და ნინო წილოსანი ჩართულები ვართ სტიქიის წინააღმდეგ კოორდინაციაში.

ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა დროულად მოხდეს ხანძრის ლიკვიდაცია. ადგილზე მუშაობენ სახანძრო სამაშველო ჯგუფები და ტექნიკა გურიიდან, აჭარიდან, სამეგრელო-ზემო სვანეთიდან. დილიდან, სამუშაოებში საჭიროებისამებრ ჩაერთვება ვერტმფრენიც“,-წერს თალაკვაძე.

"კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტის მდგომარეობა შედარებით დამძიმდა" - თენგიზ ცერცვაძე

"შემოწმების მომენტში ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნა" - რა ინფორმაციას ავრცელებს "ევექსი" კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტზე

რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი პაბლო პიკასოს ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით - პოლიციამ ბრალდებული დააკავა