ავტორი:

"მისი მინისტრობისას ბიუჯეტიდან ასი მილიონი დაიკარგა, მან კი ხმა არ ამოიღო..." - რატომ ითხოვენ ივანე მაჭავარიანის დაკითხვას დეპუტატები?

"მისი მინისტრობისას ბიუჯეტიდან ასი მილიონი დაიკარგა, მან კი ხმა არ ამოიღო..." - რატომ ითხოვენ ივანე მაჭავარიანის დაკითხვას დეპუტატები?

ალბათ, ყველას გახსოვთ ყალბი დღგ-ის საქმე, რომლის ფარგლებშიც საგამოძიებო სამსახურმა 53 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო, 38 კი დააკავა. მათი უმრავლესობა სხვადასხვა კომპანიის დირექტორები და ფაქტობრივი მმართველები არიან.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ბიუჯეტმა 100 მილიონი ლარის ზარალი აიცილა. მათივე ინფორმაციით, კომპანიების დირექტორები და ფაქტობრივი მმართველები ახორციელებდნენ უსაქონლო ოპერაციებს, რა დროსაც ისინი დღგ-ის ანგარიშფაქტურებს აყალბებდნენ. ასევე, საგადასახადო დეკლარაციებში ყალბი მონაცემების შეტანის გზით დღგ-ში ყალბ აქტივს იქმნიდნენ.

პარალელურად, სუს-ის ანტიკორუფციულ სამსახურში აცხადებდნენ, რომ სწავლობდნენ საჯარო მოხელეების ზემოხსენებულ უკანონო სქემასთან კავშირს, თუმცა მას შემდეგ ამ საკითხზე დამატებითი კომენტარი არ გაკეთებულა.

ცოტა ხნის წინ დამოუკიდებელმა დეპუტატებმა გედევან ფოფხაძემ და ლევან კობერიძემ ეს საკითხი კვლავ წამოსწიეს და განაცხადეს, რომ მთავარი კითხვები ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს უნდა დაესვას.

გედევან ფოფხაძე, დამოუკიდებელი დეპუტატი:

"ივანე მაჭავარიანის ბრალეულობაზე ფიქრის საფუძველს მაძლევს ის, რომ მინისტრი საკომიტეტო მოსმენაზე არ მოვიდა. მოპარული 100 მლნ ლარის აქტივები, ტელევიზიების დავალიანების ამოღების გრაფიკი, აზარტულ ბიზნესში მაფიოზური სქემები - ყველაფერი მისი პასუხისმგებლობაა. ან დაასაბუთოს, რომ ამ ყველაფერში ბრალი არ მიუძღვის, ან გადადგეს თანამდებობიდან და აღიძრას მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე. ყველა, ვინც მას დაიცავს, მისი თანამონაწილეა.

- მაჭავარიანმა მოგვიანებით განმარტა, თუ რატომ არ მოვიდა საკომიტეტო სხდომაზე.

- დიახ, სამი დღის წინ ვიყავი და თუ რამე გინდოდათ, გეკითხათო. ვის უნდა დააჯეროს, რომ არ იცის, რა განსხვავებაა კომიტეტის სხდომასა და მინისტრის საათის ფორმატებს შორის? მინისტრის საათის ფორმატი, ასე თუ ისე, არასასურველი კითხვების თავიდან არიდების საშუალებას იძლევა და ეს მაჭავარიანმა კარგად იცის. მას არ სურდა კორუფციაზე საუბარი და ამიტომ არ მოვიდა კომიტეტის სხდომაზე.

არ ვამბობ, რომ კორუფციული სქემა პირადად მაჭავარიანმა შექმნა და ფული მან მოიპარა - ჩვენ ვამბობთ, რომ მისი მინისტრობის პერიოდში ბიუჯეტიდან ასი მილიონი დაიკარგა, მან კი ხმა არ ამოიღო. ვინ დაიჯერებს, რომ ასეთი რამ ვინმემ მინისტრის ხელის დაფარების გარეშე გაბედა?

ლევან კობერიძე, დამოუკიდებელი დეპუტატი:

"პოლიტიკური კორუფციაა სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ ტელევიზიების 55 მლნ-იანი დავალიანება, რომელიც გადასახადის გადამხდელების ფულია. მე ფინანსთა მინისტრისგან ასეთი პასუხი მივიღე, "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლომ შეგვიშალა ხელიო. კი მაგრამ, თუ "რუსთავი 2"-ის შემთხვევაში სტრასბურგმა შეუშალა ხელი, "მაესტროსა" და "იმედთან" დაკავშირებით რა მოხდა, რატომ ვერ დაადეს ინკასო?

რაც შეეხება ელიტურ კორუფციას, 100 მლნ დღგ-ს ნაწილში ყალბი აქტივის შექმნას მინისტრის მფარველობის გარეშე რომ ვერავინ მოახერხებდა, ეს ყველამ ვიცით. ერთმა პატარა კომპანიამ ერთ დღესაც რომ გადააცილოს დღგ-ს გადახდა, მაშინვე დაუყადაღებენ ანგარიშს. როგორ დაგროვდა 100 მლნ დავალიანება?! ერთ წელზე მეტია მიმდინარეობს გამოძიება, მაგრამ რეალურად არაფერია გამოძიებული.

- ცნობილია, რომ ამ საქმეზე საკმაოდ ბევრი პირია პასუხისგებაში მიცემული.

- კი, მხოლოდ წვრილ ბიზნესმენებზე გადატეხეს ჯოხი, არც ერთი მაღალი თანამდებობის პირი არ არის დაჭერილი. ვინ არის რეალურად ამ საქმის სათავეში? ამ კითხვაზე პასუხი უნდა გაგვცეს ფინანსთა მინისტრმა წაიკითხეთ ვრცლად

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა - "სამინისტროში ინფექციის გავრცელების რისკი არ არსებობს"

რატომ შეხვდა ვანო ჩხარტიშვილი ამირან გამყრელიძეს - "ტვ პირველის" ინფორმაციით, მას სავარაუდოდ ჯანდაცვის მინისტრად ამზადებენ

LIVE: გიგა ბოკერია "ნიუსრუმში"