ავტორი:

ვისზე იმოქმედებს განსაკუთრებულად 2020-ის პირველი სუპერ მთვარე, რომლის პიკიც დღესაა  - "ჯანმრთელობის თემა ყველაზე საყურადღებო იქნება"

ვისზე იმოქმედებს განსაკუთრებულად 2020-ის პირველი სუპერ მთვარე, რომლის პიკიც დღესაა  - "ჯანმრთელობის თემა ყველაზე საყურადღებო იქნება"

ასტროლოგი ხათუნა ნოელი დღევანდელი სავსემთვარეობის ზოგად მიმოხილვას გვთავაზობს. ასტროლოგის თქმით, ჯანმრთელობის თემა ყველაზე უფრო გამოკვეთილი იქნება და ყურადღება მისაქცევი.

"მარტის 9 რიცხვი - გაზაფხულის პირველი სავსემთვარეობის დღეა. ამავდროულად, ეს არის 2020-ის პირველი სუპერ მთვარე. ანუ ეს ის მომენტია, როდესაც მთვარე დედამიწასთან მაქსიმალურად ახლოს იმყოფება. შესაბამისად, მისი ზეგავლენაც მაქსიმალურია ხოლმე ასეთ დროს.

მთვარის დისკი ცაზე სრული მშვენებით გამოჩნდება და თუ ღრუბლები არ იქნა, ძლიერადაც იკაშკაშებს. სავსემთვარეობის პიკი ამ საღამოს 21:47 ზე უწევს.

თავად მთვარე ქალწულის ნიშნის 19°37'ზე იქნება და ოპოზიციას გაუწევს მზისა და ნეპტუნის შეერთებას თევზებში. მარტის სავსემთვარეობას ამჯერად მხოლოდ ჰარმონიული ასპექტები აქვს და თანაც ისეთი რთული ხასიათების პლანეტებთან - როგორიცაა მარსი, სატურნი და პლუტონი. თუმცა, აქვე იმყოფება ბედნიერების პლანეტად წოდებული იუპიტერიც და მასაც პოზიტიური ასპექტები აქვს სავსემთვარეობის ღერძთან. სწორედ ამ დადებითი ასპექტების წყალობით, მომდევნო ორკვირიანი პერიოდი მთვარის ახალ ფაზამდე შეიძლება საერთო ჯამში კეთილისმყოფელ პერიოდად ჩაითვალოს. დღის წესრიგში, რა თქმა უნდა, დადგება ისეთი საკითხები, როგორიცაა ყოველდღიური მოვალეობების, გადაუდებელი საქმეების შესრულება, საჭირო გახდება გარკვეული საბუთების, დოკუმენტაციის წესრიგში მოყვანა. ამავდროულად, შესაძლოა გამოაშკარავდეს წვრილმანი თაღლითობები, თვალის ახვევის მცდელობები, რომლებიც თქვენს მიმართ უახლოეს წარსულში გამოუყენებიათ.

რაც შეეხება ჯანმრთელობას, ეს თემა ყველაზე უფრო გამოკვეთილი იქნება და ყურადღება მისაქცევი. წაიკითხეთ სრულად

როგორი ჩაცმულები დადიან გოგონები სკოლაში და როგორ პირობებში უწევთ სწავლა - ფოტოები მსოფლიოს 25 ქვეყნიდან

მეგან მარკლი წითელი კაბით და პრინცი გენერლის ფორმით - ფოტოები შოუდან, რომელიც წყვილმა "მოიპარა"

ვინ არიან ნიკოლოზ გამყრელიძის ცოლი და შვილები - ამირან გამყრელიძის ვაჟის ოჯახური ფოტოები