ავტორი:

"ცუდი მდგომარეობაა იტალიაში... გადაწყვიტეს უმკურნალონ მათ, ვისაც გადარჩენის მეტი შანსი აქვს" - რას წერს ქართველი პიანისტი

"ცუდი მდგომარეობაა იტალიაში... გადაწყვიტეს უმკურნალონ მათ, ვისაც გადარჩენის მეტი შანსი აქვს" - რას წერს ქართველი პიანისტი

იტალიაში მცხოვრები ქართველი პიანისტი, საოპერო კონცერტმაისტერი თამუნა გიგუაშვილი კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებულ მძიმე ვითარებაზე საუბრობს და საქართველოს მოსახლეობას სპეციალისტების რეკომენდაციების მკაცრად დაცვას ურჩევს:

"ყველას დიდი მადლობა ყურადღებისთვის! კარგად ვარ და მაქსიმალურად ვცდილობ ყველა რეკომენდაცია დავიცვა, მითუმეტეს იმის მერე, რაც ფაქტიურად სახლებში გამოკეტილები აღმოვჩნდით...

ცუდი, ძალიან ცუდი მდგომარეობაა იტალიაში... გადავსებული რეანიმაციები, ექიმების დიდი ნაწილი კარანტინშია, არ ყოფნით არც ინვენტარი, არც ადგილები და მიიღეს გადაწყვეტილება პირველ რიგში უმკურნალონ იმათ, ვისაც გადარჩენის მეტი შანსი აქვს...

წესების არდაცვამ, არასერიოზულმა დამოკიდებულებამ იქამდე მიიყვანა სიტუაცია, რომ ყველას რადიკალურად ცხოვრების წესის შეცვლა მოგვიწია, მაგრამ საკმაოდ გვიანია... საგანგაშო ციფრები მოდის ყოველ საღამოს ახალი დაინფიცირებების...

ამიტომ, სანამ საქმე ესე სერიოზულად არაა საქართველოში, გაითვალისწინეთ ყველა რეკომენდაცია, რასაც სპეციალისტები იძლევიან! მორჩით ხუმრობას და რეალურად შეაფასეთ რისკები!

იმის და მიუხედავად, რომ საოცრად კარგად იმუშავეს შესაბამისმა სამსახურებმა თბილისში და არამარტო, ძალიან ბევრია დამოკიდებული ჩვენზეც... გაუფრთხილდით ერთმანეთის ჯანმრთელობას" - წერს გიგუაშვილი.

თოვლიანი გაზაფხული დედაქალაქში - თბილისის ულამაზესი ფოტოები "ფეისბუქიდან"

"ტროლებმა ააგორეს ბინძური პიარი, რომ თურმე თვითიზოლაციის და კარანტინის პირობებს ვარღვევ..." - რა განმარტებას აკეთებს სერგი კაპანაძე

"მსოფლიო იმას იმკის, რაც დათესა" - რას წერს ცნობილი ქართველი მეცნიერი კორონავირუსის პანდემიის მიზეზებზე