ავტორი:

„უშვილობა დიაგნოზია და არა განაჩენი“ - ინტერვიუ აშშ-ში მცხოვრებ გოგონასთან, რომელმაც სამი შვილი საქართველოში ინ ვიტრო განაყოფიერებით გააჩინა

„უშვილობა დიაგნოზია და არა განაჩენი“ - ინტერვიუ აშშ-ში მცხოვრებ გოგონასთან, რომელმაც სამი შვილი საქართველოში ინ ვიტრო განაყოფიერებით გააჩინა

ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ერთ წერილს წავაწყდი, აშშ-ში მცხოვრები გოგონა მადლობას უხდიდა ქართველ რეპროდუქტოლოგს, რომლის დახმარებითაც ის სამი შვილის დედა გახდა. ტექსტი მეტად ემოციურია. ილანა ბარ დიდდონე აღნიშნავს, რომ რთულია იმ გრძნობის სიტყვებით გადმოცემა, რასაც ქართველი ექიმის მიმართ განიცდის და მადლობა პატარა სიტყვაა იმასთან შედარებით, რასაც ის იმსახურებს. წერილს თან ფოტოც ახლავს, სადაც ილანა მეუღლესა და სამ შვილთან ერთად არის გადაღებული. ჩვენ ილანას დავუკავშირდით და ისიც გავარკვიეთ, რომ სწორედ ქართული რეპროდუქციის ცენტრის დახმარებით მას აშშ-ში სააგენტოც გაუხსნია, რომელიც უშვილო წყვილებს თბილისში, კლინიკა „აი-ვი-ეფ ჯორჯიაში“ გზავნის. ახლა კი მასთან ინტერვიუს გთავაზობთ.

მოგვიყევით თქვენ შესახებ

მე ვარ ილანა ბარ დიდდონე, ამერიკაში მცხოვრები ებრაელი. ყოველთვის ვოცნებობდი მრავალშვილიან ოჯახზე, ამიტომ დაქორწინებიდან მალევე დავგეგმეთ შვილების ყოლა. თუმცა სამწუხარო სირთულეებს გადავაწყდით, დამდგარი ათი ორსულობიდან ვერცერთი შევინარჩუნეთ. გადიოდა წლები და არაფერი იცვლებოდა. ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ სხვა გზა უნდა გვეპოვა. ეს გზა კი ინვიტრო განაყოფიერება აღმოჩნდა. დღეს უკვე სამი შვილი გვყავს და ჩვენი ოჯახი სრულყოფილია.

რატომ გადაწყვიტეთ ინვიტრო განაყოფიერების საქართველოში გაკეთება?

როდესაც ინ ვიტრო განაყოფიერების გაკეთება გადაწყდა, ამ თემაზე უამრავი ინფორმაცია მოვიძიეთ, გავარკვიეთ სხვადასხვა ქვეყანაში რამდენად წარმატებით სრულდებოდა ეს პროცედურები. წარმოშობით ქართველი ვარ, ენასაც ვფლობ და საბოლოოდ გადავწყვიტეთ სწორედ საქართველოში გვეცადა ბედი. სხვადასხვა ვარიანტის განხილვის შემდეგ არჩევანი გავაკეთეთ რეპროდუქტოლოგ ნანა კვერნაძეზე და დავიწყეთ მკურნალობა კლინიკა „აი-ვი-ეფ ჯორჯია“-ში. პირველი პროცედურა 2015 წლის მაისში ჩავიტარე, აქაც გვქონდა უშედეგო მცდელობები, თუმცა უკვე 2018 წლის მარტში დედა გავხდი. როგორც დასაწყისში აღვნიშნე, ჩემი ოცნება იყო მრავალშვილიანი ოჯახი, ამიტომ მალევე დავიწყე ფიქრი მეორე შვილზე და თურმე მთავარი სიურპრიზი წინ გველოდა, ორსულობა დადგა ტყუპებზე. 2019 წლის დეკემბერში უკვე სამი შვილის დედა გავხდი.

როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც დედა გახდით?

ქ-ნი ნანა კვერნაძის დამსახურებით ჩვენი ცხოვრების მთავარი ოცნება ახდა, დღეს ჩვენ ვზრდით სამ ულამაზეს გოგონას და ვართ სრულფასოვანი უბედნიერესი ოჯახი. საოცარი განცდაა, კიდევ არ გვჯერა და თავი სიზმარში გვგონია. ამ გრძნობის სიტყვებით გადმოცემა ძნელია, ზუსტად ვიცით, რომ მთელი ჩვენი ცხოვრება მადლობელი ვიქნებით ქ-ნი ნანასი. მილანის, ქეითისა და ელიზაბედის ამ ქვეყნად მოვლინებაში მისი წვლილი ჩვენთვის ფასდაუდებელია.

მას შემდეგ რაც თავად გახდით დედა, სხვა უშვილო წყვილებსაც ეხმარებით შვილის ყოლაში. როგორ ახერხებთ ამერიკიდან საქართველოში წყვილების გამოგზავნას?

ამჟამად, როცა უკვე ვტკბები საკუთარი შვილებით და ცხოვრებით, გადავწყვიტე დავეხმარო სხვა უშვილო წყვილებს, რათა მათაც აიხდინონ ოცნება. გავხსენი სააგენტო, რომელიც უცხოელ წყვილებს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ეხმარება საქართველოში ჩამოვიდნენ და გაიკეთონ ინ ვიტრო განაყოფიერება. უკვე ათეულობით წყვილი გავაბედნიერე და იმედი მაქვს კიდევ ბევრ წყვილს ავუსრულებთ ოცნებას კლინიკა „აი-ვი-ეფ ჯორჯია“-ს და ნანა კვერნაძის დახმარებით.

საკუთარი გადმოსახედიდან მინდა ყველა უშვილო წყვილს ვუთხრა, რომ დროულად მიმართონ კვალიფიციურ ექიმს და არ დანებდნენ. ჩვენ უკვე დავამტკიცეთ, რომ უშვილობა დიაგნოზია და არა განაჩენი და გვინდა სიამაყით გითხრათ, რომ ჩვენ ის დავამარცხეთ.

მაღაზიათა ქსელმა „საგა“ -მ სრული დატვირთვით განაახლა მუშაობა

აპილაკი გრინდექსი - სამეფო საჩუქარი ბუნებისგან იმუნიტეტის გასაძლიერებლად!

PSP ონლიან დისტანციური სერვისით სარგებლობა უფასო სატელეფონო შეკვეთითაც არის შესაძლებელი