ავტორი:

„ოჯახური“ სუნელ-სანელებლები, მწნილები და სოუსები - ვინ სთავაზობს მომხმარებელს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებს

„ოჯახური“ სუნელ-სანელებლები, მწნილები და სოუსები - ვინ სთავაზობს მომხმარებელს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებს

სუნელებსა და სანელებლებს ადამიანები უხსოვარი დროიდან იყენებენ. არაერთი სურნელოვანი მცენარეა მოხსენიებული ბიბლიაშიც - ყველაზე ხშირად ზაფრანა, ალოე, დარიჩინი, გუნდრუკი და სმირნა. საკვების სანელებლებიდან კი, ძირა პიტნა და კამა.

ცნობილია, რომ, ჯერ კიდევ, ჩვენს წელთ აღრიცხვამდე, სანელებლები ძალიან ძვირად ფასობდა. გარდა იმისა, რომ ამ პროდუქტებზე მოთხოვნა ძალიან დიდი იყო, სანელებლების მაღალ ფასს ის განაპირობებდა, რომ მათი მოპოვება, გადამუშავება და ტრანსპორტირება საკმაოდ ძვირი ჯდებოდა.

დღეს უკვე სუნელ-სანელებლებს ხელმისაწვდომი ფასი აქვს. არომატული სურნელისა და გემოს გამო, ისინი ისევე იზიდავს ადამიანებს, როგორც საუკუნეების წინ. მათ გარეშე კულინარია, პარფიუმერია და მედიცინა წარმოუდგენელია.

სუნელ-სანელებლებით განსაკუთრებით მდიდარია ქართული სამზარეულო. ქართული სანელებლები განთქმულია მსოფლიოშიც - ხშირად ხდება, როდესაც უცხოეთიდან ჩამოსულ ტურისტს საქართველოდან სუნელების მარაგი მიაქვს თან. უცხო სუნელის, ხმელი ქინძის, წითელი ცხარე წიწაკისა და ყვითელი ყვავილის გარეშე, ქართული კერძების დიდი ნაწილი უბრალოდ ვერ მომზადდება.

უნდა აღინიშნოს, რომ წლიდან წლამდე არაერთი ინფორმაცია ვრცელდება სუნელ-სანელებლებში მძიმე მეტალების მაღალი შემცველობის შესახებ, რაც მოსახლეობის შეშფოთების მიზეზი ხდება. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, არჩევანი შევაჩეროთ ისეთი კომპანიის პროდუქციაზე, რომლის სანელებლებიც სისტემატურად მოწმდება ლაბორატორიულად.

უკვე 10 წელია ქართულ ბაზარზე მომხმარებლების ნდობით სარგებლობს კომპანია „ოჯახური“. მის მთავარ საქმიანობას სანელებლების, სოუსების და მწნილების წარმოება წარმოადგენს.

"ოჯახური“ არა მხოლოდ ცალკეული სახეობის, არამედ შერეულ სუნელებსაც აწარმოებს, რომლებიც სხვადასხვა კერძისთვის არის განკუთვნილი. შედეგად, მომხმარებელს არ უწევს რამდენიმე სახეობის ცალ-ცალკე შეფუთვით შეძენა, რადგან კომპანიამ ისინი უკვე ერთ შეფუთვაში გააერთიანა.

წელს „ოჯახური“ ათი წლის იუბილეს აღნიშნავს. კომპანიის პრიორიტეტების, მიზნების, პროდუქციის წარმოებისა და სამომავლო გეგმების შესახებ „ოჯახურის“ გენერალურ დირექტორს, გიორგი ცირეკიძეს ვესაუბრეთ.

- როგორ დაიწყო „ოჯახურის“ ისტორია და რა გზა გაიარა მან 10 წლის განმავლობაში?

- პირველი ჩვენი პროდუქტი წიწაკის მწნილი იყო. შემდეგ უკვე, სუნელების წარმოება დავიწყეთ. დღეს უკვე კომპანია 4 სახეობის სოუსს, 6 სახეობის მწნილს და 76 სახეობის სანელებელს აწარმოებს, რომლებიც იყიდება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე გადის ექსპორტზე. პროდუქცია გამოირჩევა უმაღლესი ხარისხით, სასიამოვნო არომატით და ვიტამინების დიდი რაოდენობით, ამას განაპირობებს მისი 100%-ით ნატურალურობა. ნედლეული მუშავდება და მისგან ქართული ტრადიციების გათვალისწინებით იქმნება საბოლოო პროდუქტი.

„ოჯახური“ აწარმოებს სუნელების ნაკრებს კონკრეტული კერძებისათვის. ამ გზით, მომხმარებლებს კერძის შეზავებისა და გემოს დასმის პროცესი გავუმარტივეთ. „სუნელების თაიგული“ ბაზარზე გაშვების დღიდან პოპულარობასა და სიყვარულს იმსახურებს. აქვე უნდა ითქვას, რომ სუნელების უმრავლესობას ქართულ ნიადაგზე მოყვანილ ნედლეულით ვამზადებთ. თითოეულ ფერმერთან ჩავდივართ, ვეცნობით მათ აგრო-კულტურას, ვნახულობ მეორნეობას და შემდეგ უკვე ვაძლევს შეკვეთას. ღია ვართ და ვიღებთ შემოთავაზებებს ნებისმიერი ნედლეულის მწარმოებლისგან.

ასევე, კომპანიის პრიორიტეტია კმაყოფილი მომხმარებელის ზრდა და ქვეყნის გემოვნური ტრადიციების გაცნობა საერთაშორისო ბაზრისთვის. "ოჯახურის" პროდუქტი ექსპორტზე არაერთ ქვეყანაში გადის. ვმონაწილეობთ კვების საერთაშორისო გამოფენებზე, რა დროსაც, ქართულ ტრადიციულ გემოს უცხოელებს ვაცნობთ.

- როგორი შეფუთვა აქვს „ოჯახურის“ პროდუქტებს?

- "ოჯახურის“ სუნელ-სანელებლები თანამედროვე, მოსახერხებელი შეფუთვით გამოირჩევა და რამდენიმე მნიშვნელოვანი უპირატესობა გააჩნია:

  • არის ძალიან კომპაქტური, ინახება ნებისმიერ ადგილას, არ იკავებს დიდ ადგილს სამზარეულოში და, შესაბამისად, არ არის საჭირო პროდუქციის დამატებით სხვა ჭურჭელში გადატანა. სწრაფჩამკეტის საშუალებით მომხმარებელს შეუძლია შეკრას ტარა და გამოიყენოს მრავალჯერადად.
  • შეფუთვაში მოთავსებული ნებისმიერი სუნელ-სანელებელი სრულად ინარჩუნებს გემოს, სურნელს, არომატსა და სასარგებლო თვისებებს;
  • მოსახერხებელი ზიპ-ჩამკეტის დამსახურებით, შეფუთვაში არსებული პროდუქცია უსაფრთხოდ და სუფთად ინახება, არ გადმოიყრება და არც სხვა რამ მოხვდება მასში

- როგორ იცავთ კომპანია „ოჯახურში“ სუნელ-სანელებლების უვნებლობას?

- ჩვენ მომხმარებელს 100 %-ით ნატურალურ, ეკოლოგიურად სუფთა, უვნებელ პროდუქტს ვთავაზობთ. ჩვენს მთავარ მიზანს წარმოადგენს ის, რომ წარმოებული პროდუქტი ლაბორატორიულად შემოწმების შემდეგ გავიდეს ბაზარზე.

არაერთ ქართულ და უცხოურ ლაბორატორიასთან გვაქვს კონტაქტი, სადაც არა მხოლოდ ტყვიაზე, არამედ ყველანაირ მძიმე მეტალებზე მოწმებდება ნედლეული. დაფქვა, დაღერღვა და გადამუშავება მხოლოდ ამის შემდეგ ხდება. სახელწოდება „ოჯახურიც“ სიმბოლურად გულისხმობს იმას, რომ რასაც მოვიხმართ საკუთარ სახლებში, ზუსტად ის ხარისხი მიიღოს მომხმარებელმაც.

აღსანიშნავია, რომ ჩვენს კომპანიაშიც ოჯახური გარემოა, რაც ამართლებს კომპანიის სახელს, - ამგვარი განწყობა თითოეულ თანამშრომელს პროდუქტიულ მუშაობაში და თავიანთი სამომავლო გეგმების განხორციელებაში ეხმარება.

- სიახლეებისა და სამომავლო გეგმების შესახებ გვიამბეთ.

- ჩვენთან სიახლეა საკონდიტრო ნაწარმისთვის განკუთვნილი სანელებლების წარმოება. აღდგომა გვიახლოვდება და ამ დღესასწაულისთვის მზადებას ყველა იწყებს. „ოჯახურის“ ასორტიმენტშია ცუკატი, ქიშმიში, ილი, მიხაკი, დარიჩინი, ვანილი, სოდა. ასევე კვერცხის შესაღებად ეკოლოგიურად სუფთა ენდრო, რომლის გამოყენების წესიც აწერია ეტიკეტს. ჩვენს სამომავლო გეგმებში კი ბურღულეულის გამოშვება შედის.

ყოველთვის ვეცდებით, მომხმარებლების 10 წლიანი ნდობის გამართლებას, ვინარჩუნებთ და კვლავაც შევინარჩუნებთ ერთსა და იმავე მაღალ სტანდარტს წარმოებაში. მომხმარებელს კი, ყოველთვის ექნება შესაძლებლობა პროდუქცია შეიძინონ - "ოჯახური ტრადიციებით, თანამედროვე შეფუთვაში!"

ავტორი: თეკლე ჯანელიძე

"ფარმადეპოს" შეთავაზება პენსიონერებს

Mastercard და Wolt უფასო მიტანის კამპანიას იწყებს !

უფასო ვიდეო რჩევა REDMED -ის ექიმებისგან