ავტორი:

გუკა რჩეულიშვილს, ლელა კილაძისადმი შემაკავებელი ორდერის დარღვევის გამო, პატიმრობა შეეფარდა

გუკა რჩეულიშვილს, ლელა კილაძისადმი შემაკავებელი ორდერის დარღვევის გამო, პატიმრობა შეეფარდა

"ცენტრ პოინტის" დამფუძნებელს, გუკა რჩეულიშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა. სასამართლოს გადაწყვეტილების მიზეზი გუკა რჩეულიშვილის მიერ მეუღლის მიმართ შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევა გახდა.

როგორც AMBEBI.GE-ს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადეს, გუკა რჩეულიშვილს ბრალი ოჯახის წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო აქვს წაყენებული. გუკა რჩეულიშვილს პატიმრობა მისი მეუღლის, ლელა კილაძის საჩივრის საფუძველზე შეეფარდა. "ცენტრ პოინტის“ დამფუძნებელს შემაკავებელი ორდერი სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ფსიქოლოგიური ძალადობისთვის ჰქონდა გამოწერილი.

ამასთან, რჩეულიშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესზე, სადაც მას შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევისთვის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, არ იმყოფებოდა. ამ დროისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან შესაბამისი პროცედურა მიმდინარეობს, რომ რჩეულიშვილის სამძებრო ღონისძიება განხორციელდეს და მისი დაკავება მოხდეს.

გავრცელებული ინფორმაციით, წყვილს შორის ცოტა ხნის წინ კონფლიქტი მოხდა, რის გამოც გუკა რჩეულიშვილზე პოლიციამ შემაკავებელი ორდენი გასცა, თუმცა „ცენტრ პოინტის“ დამფუძნებელმა შემაკავებელი ორდერი დაარღვია და პატიმრობა შეეფარდა.

ინფორმაცია AMBEBI.GE-ს გუკა რჩეულიშვილის ახლობლებმაც დაუდასტურეს, თუმცა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავეს.

შეგახსენებთ, გუკა რჩეულიშვილს და ლელა კილაძეს საერთო ქალიშვილი თრინითი ჰყავთ. რჩეულიშვილმა ცოლს სიყვარულის დღე ვარდების ლამაზი თაიგულით მიულოცა, რომელიც კილაძემ ინსტაგრამზე გამოაქვეყნა, თუმცა, რამდენიმე დღის წინ, ქალიშვილის დაბადების დღე მეუღლის გარეშე აღნიშნა.

მაია რჩეულიშვილს ამნისტიის აქტი შეეხო, თუმცა საპატიმროს დატოვებაზე მას დაზარალებულთა თანხმობა სჭირდება

რუსუდან კერვალიშვილი პენიტენციურ დაწესებულებას 31 მარტს დატოვებს

ვანში ტაქსის მძღოლებს შორის შელაპარაკება სროლით დასრულდა - ერთმა მეორე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა