ავტორი:

"7 პაციენტს პნევმონია აქვს, მათგან 1 არის მძიმე" - როგორია კორონავირუსით დაინფიცირებულების მდგომარეობა

"7 პაციენტს პნევმონია აქვს, მათგან 1 არის მძიმე" - როგორია კორონავირუსით დაინფიცირებულების მდგომარეობა

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ამ დროისათვის 4 პაციენტის ანალიზის პასუხებს ელოდებიან და ხვალ კიდევ რამდენიმე პაციენტს აუღებენ სინჯებს, რომლებიც ინფექციურ საავადმყოფოში დღეს შეიყვანეს.

ცერცვაძის თქმით, 25-ე პაციენტის მდგომარეობა, რომელსაც ახალი კორონავირუსით ინფიცირება დღეს დაუდგინდა, სტაბილურია და მხოლოდ მცირე ტემპერატურის მატება აღენიშნება.

"ამ მომენტისთვის ინფექციურ საავადმყოფოში სულ 42 პაციენტი წევს. დღეს დილის საათებში აღებული იყო 6 სინჯი, მათი პასუხები უკვე ცნობილია და 5 იყო უარყოფითი და ერთი დადებითი. საღამოსთვის აღებულია კიდევ 4 სინჯი, პასუხებს ველოდებით. რამდენიმე ავადმყოფი უკვე მას შემდეგ შემოვიდა რაც მეორე სინჯი იყო აღებული და მათ ხვალ დილით აუღებენ.

ინფიცირებულთაგან, 3 პაციენტის გარდა ყველას შეხება აქვს იტალიასთან, 2 აქვს შეხება ირანთან და ერთს ესპანეთთან. ბოლო პაციენტზე არ ვიცი იმყოფებოდა თუ არა თვითიზოლაციაში, ის გუშინ შემოვიდა ჩვენთან და თავი ცუდად იგრძნო და ისე მოვიდა ჩვენთან თუ თვითიზოლაციაში იმყოფებოდა ვერ გეტყვით, მაგრამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, აღენიშნება ტემპერატურის მცირე მომატება და სხვა არაფერი“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

როგორც თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხდა, ინფექციურ საავადმყოფოში 7 პაციენტი იმყოფება, რომლებსაც ორმხრივი ფილტვების ანთება, პნევმონია უფიქსირდებათ და მათგან მხოლოდ ერთის მდგომარეობაა მძიმე.

"7 პაციენტი გვყავს, ვისაც აქვს ორმხრივი ფილტვების ანთება, პნევმონია, რაც თავისთავად სერიოზული დიაგნოზია, მაგრამ ამ შვიდიდან სულ ამაზე ვლაპარაკობთ, რომ ერთი იყო მძიმე და რჩება მძიმედ და ის იმყოფება განსაკუთრებული კონტროლისა და მკურნალობის ქვეშ. მისი შემდგომი დამძიმება არ ხდება პირიქით, დაისახა ტენდენცია გაუმჯობესებისკენ და ის ჩვენი იმედი, რომ მას არ განუვითარდებოდა სიცოცხლისთვის საშიში გართულებები და გამოჯანმრთელდებოდა, დღეს უფრო მყარია, ვიდრე იყო წინა დღეებში", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

"კორონავირუსის შემთხვევათა მატება ჩვენთანაც დაფიქსირდება - არ უნდა მივეცეთ პანიკას, ინფექციას მსოფლიო დაძლევს" - გამყრელიძე

მარიამ გეგუჩაძე კარანტინში გადაჰყავთ - "პარიზიდან ჩამოვფრინდი..."

"ბავშვობაში ზღაპრების პარალელურად სამეცნიერო ენციკლოპედიებს ვათვალიერებდი" - წარმატებული სტუდენტის ისტორია, რომელსაც მეცნიერობა სურს