ავტორი:

"ეს ჩემთვის გარკვეული ემოციური სტრესია..." - ამირან გამყრელიძე შვილზე და იზოლაციაში მყოფ ოჯახის წევრებზე

"ეს ჩემთვის გარკვეული ემოციური სტრესია..." - ამირან გამყრელიძე შვილზე და იზოლაციაში მყოფ ოჯახის წევრებზე

"ეს ჩემთვის გარკვეული ემოციური სტრესია. ჩემს შვილსაც კარგად აქვს გააზრებული, ექიმია თავადაც",- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემის "360 გრადუსი" ეთერში განაცხადა.

გამყრელიძის ინფორმაციით, მისი რძალი და შვილიშვილები თვითიზოლაციაში არიან და მათ მხოლოდ ფანჯრიდან ეკონტაქტება.

"ჩემი შვილის მეუღლე და სამი შვილი თვითიზოლაციაში იმყოფებიან. მე მხოლოდ ფანჯრიდან მივდივარ ხოლმე, როდესაც ოდნავ დრო მექნება და ფანჯრიდან ველაპარაკები ხოლმე მათ.

მე განათლებით ექიმი ვარ და დიდი ხნის განმავლობაში პრაქტიკოსი ექიმი ვიყავი და ბევრ, მრავალფეროვან შემთხვევას შევხვედრილვარ. რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის გარკვეული ემოციური სტრესია. თვითონ ჩემს შვილს კარგად აქვს გააზრებული, ექიმია თავადაც და მას საკმაოდ დიდი სფერო აქვს პასუხისმგებლობის",- განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, ამირან გამყრელიძის შვილს, ნიკოლოზ გამყრელიძეს კორონავირუსი 7 მარტს დაუდასტურდა. თავდაპირველად ის თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, თუმცა სიმპტომების გამოვლენის შემდეგ ინფექციურ საავადმყოფოს მიმართა, სადაც თითქმის ერთი კვირაა იმყოფება.