ავტორი:

იტალიიდან ქმრის გასვენებისთვის ჩამოსული ქალი კარანტინში არ გადადის, მეზობლები კი შიშით პანაშვიდზე ვერ მიდიან

იტალიიდან ქმრის გასვენებისთვის ჩამოსული ქალი კარანტინში არ გადადის, მეზობლები კი შიშით პანაშვიდზე ვერ მიდიან

ხარაგაულის სოფელ ხუნევში, ქმრის გასვენებისთვის იტალიიდან ჩამოსული ქალი კარანტინში გადასვლაზე უარს ამბობს, მისი მეზობლები კი კორონავირუსის შიშით სოფლიდან გაიხიზნენ.

შუახნის ქალი, რომელიც იტალიიდან 3 დღის წინ დაბრუნდა, ამტკიცებს, რომ ჯანმრთელია და სამშობლოში ქმრის საგლოვად ჩამოვიდა, შესაბამისად კარანტინში გადასვლას არ აპირებს.

"საკარანტინო არაფერი მჭირს, ძალიან ჯანმრთელი ვარ. ყველამ იცის მე რომ აქ ჩამოვედი. ამ მოსახლეობას განათლებას ვერ ჩავუდებ თავში, ამათ მეტი არ ესმით. კორონავირუსი გაუგიათ, მაგრამ რას ნიშნავს არ იციან" - აცხადებს ქალი ტელეკომპანია "მთავართან" საუბრისას. ქალის შვილების თქმით, სახლში პატარა ბავშვები ჰყავთ და საშიში არაფერია, სამეზობლო კი ისედაც ჩაკეტილია და გარეთ არ გამოდიან.

ოჯახის მეზობლები ამბობენ, რომ სოფლიდან მიდიან, რადგან ვირუსის ეშინიათ. ხელისუფლებას კი მოუწოდებენ, რომ ქმედითი ნაბიჯები გადადგას და იტალიიდან დაბრუნებული ქალი კარანტინში გადაიყვანონ:

"გამგეობას მივმართეთ, რომ მიხედონ ამ საქმეს. ერთი ღობე ყოფთ მეზობელთან, იმათ პატარა ბავშვები ჰყავთ და გაიქცნენ სოფლიდან. ამის გამო გაიქცა, სამი წლის ტყუპები ჰყავს, ხუთი შვილის დედამ მიატოვა სოფელი და გაიქცა. მე სად გავიქცე, ძროხები მყავს..." - ყვება ერთ-ერთი მეზობელი.

კიდევ ერთი მეზობლის თქმით, კი მათი უბნიდან პანაშვიდზე არავინ მივიდა, რადგან შეშინებულები არიან:

"ეს საქმე როგორ იქნება არ ვიცით, გამგებელმა მოიყვანა პოლიცია, მაგრამ არაფერი. მე გავიარე ჯანმრთელობის გამოკვლევა საზღვარზე და არ წავალ კარანტინშიო" - ყვება სოფელ ხუნევის მკვიდრი "მთავართან" საუბარში.

წვიმა, მაღალმთაში თოვლი და ქარბუქი - როგორია უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

ქართველი სტუდენტი, რომელმაც იტალიაში კორონავირუსი დაამარცხა, მომხდარს დეტალურად იხსენებს და რეკომენდაციებს გვიზიარებს

"წლების წინ ეკას ძმა ბაზალეთზე შეიწირა რაღაც გაუგებრობამ, ახლა კი ეკაც და მისი ვაჟიც..." - ვინ არიან იტალიაში გარდაცვლილი დედა და შვილი?