ავტორი:

საქართველოში ამინდი გაუარესდება - უახლოესი დღეების პროგნოზი

საქართველოში ამინდი გაუარესდება - უახლოესი დღეების პროგნოზი

დღეს, საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ნალექი, ხოლო მაღალმთიან რაიონებში შესაძლოა, თოვლ-ჭყაპიც იყოს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა, 15 მარტს გამოიდარებს, მაგრამ 16 მარტიდან საქართველოში კვლავ არამგრადი ამინდებია მოსალოდნელი.

"დღეს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა მაღალი იქნება, დასავლეთ საქართველოში +20 +25 გრადუსამდე, აღმოსავლეთ საქართველოში კი, +17 +22 გრადუსი. ხვალ დღისით საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ნალექი, მაღალმთიან რაიონებში შესაძლოა, თოვლ-ჭყაპი იყოს, ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს, დაბლობსა და ბარში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დაახლოებით +15 +18 გრადუსი იქნება.

დედაქალაქშიც გაწვიმდება და დღის ბოლოს დაუბერავს დასავლეთის მიმართულების ქარი, ხვალ თბილისში მოსალოდნელია ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დაახლოებით +15 +17 გრადუსი. ნალექის ინტენსივობა 15 მარტს შესუსტდება, მხოლოდ ერთი დღით გამოიდარებს. 16 მარტიდან საქართველოში არამდგრადი ამინდები დაიწყება", - აცხადებს გვაზავა.

უფასო სასადილოებით მოსარგებლე ადამიანებს საკვებს, სასადილოში მირთმევის ნაცვლად, სახლში გაატანენ

"მსურს გავაწბილო ის მაყურებელი, რომელიც ილანძღება: "ნინას ხელი არ ახლოო" - როგორ მოხვდა 25 წლიანი ემიგრაციიდან დაბრუნებული მსახიობი ჩცდ-ში

"კორონავირუსის შემთხვევათა მატება ჩვენთანაც დაფიქსირდება - არ უნდა მივეცეთ პანიკას, ინფექციას მსოფლიო დაძლევს" - გამყრელიძე