ავტორი:

Wizz Air-ი ქუთაისის აეროპორტიდან რამდენიმე ქვეყანაში ფრენებს აჩერებს

Wizz Air-ი ქუთაისის აეროპორტიდან რამდენიმე ქვეყანაში ფრენებს აჩერებს

COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, Wizz Air-ი 2020 წლის 16 მარტიდან 3 აპრილამდე ქუთაისის აეროპორტიდან ფრენებს აჩერებს: ავსტრიის, საფრანგეთის, გერმანიისა და ესპანეთის მიმართულებით.ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გარდა ამისა, საერთაშორისო ფრენებზე შეზღუდვებს აწესებენ პოლონეთისა და ჩეხეთის რესპუბლიკები. პოლონეთი 2020 წლის 15 მარტიდან აჩერებს ყველა რეისს პოლონეთის მიმართულებით შემდგომ განცხადებამდე. ასევე ჩეხეთის მიმართულებით ფრენები შეჩერდება 17 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით.

"ვიზეარის მომხმარებლებს, რომლებსაც აღნიშნული ცვლილება შეეხო და რომლებსაც დაჯავშნილი ჰქონდათ ბილეთები ავიაკომპანიის ვებგვერდისა თუ მობილური აპლიკაციის საშუალებით, მიიღებენ შეტყობინებას ელ.ფოსტაზე. დამატებითი კონსულტაციისთვის გთხოვთ, მიმართოთ ავიაკომპანიას: 0706 777 483

საქართველოს ყველა მოქალაქე, ვინც იმყოფებით ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებში და ფრენების შეწყვეტის გამო შეგექმნათ უკან დაბრუნების პრობლემები, დაუკავშირდით ადგილსამყოფელ ქვეყანაში საკონსულო სამსახურს, რომელიც გაგიწევთ კონსულტაციას საქართველოში გამომგზავრების ალტერნატიული მარშრუტების შესახებ",-ნათქვამია განცხადებაში.

როგორია საქართველოს მიმართულებით საერთაშორისო ფრენების განრიგი? - საგარეო უწყება ცხრილს აქვეყნებს

საგარეო უწყება - თურქეთ-საქართველოს შორის ფრენები 20 მარტამდე გახანგრძლივდა

"თიბისის" გენერალური დირექტორი ბანკის მიერ სამთვიან საშეღავათო პერიოდის დაწესებაზე განმარტებებს აკეთებს