Washington Post Co.-მ პოპულარული ამერიკული ყოველკვირეული გამოცემა Newsweek 91 წლის მილიარდერ სიდნი ჰარმანს მიჰყიდა, რომელიც აუდიოტექნიკის მწარმოებელი ფირმის Harman International Industries-ის დამაარსებელია.
გავრცელებული ინფორმაციით, ჰერმანი Washington Post-ს ფულს არ გადაუხდის და მხოლოდ Newsweek-ის ვალდებულებს გაასწორებს.
მსოფლიოს ბეჭდურ გამოცემებში სარეკლამო შემოსავლების კლებამ Newsweek-ი განსაკუთრებით აზარალა. შარშან გამოცემის შემოსავალმა 100 მლნ დოლარით იკლო, ხოლო სუფთა ზარალმა 20 მლნ დოლარი შეადგინა.
Washington Post-ს Newsweek-ის საპენსიო აქტივები და ჟურნალის თანამშრომელთა წინაშე ფინანსური ვალდებულებები რჩება.
Newsweek-ის პირველი ნომერი 1933 წელს გამოვიდა, 1961 წელს კი ის The Washington Post-მა შეიძინა. ამ დროისთვის ჟურნალი ექვს ენაზე გამოდის.
მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.