ავტორი:

ვინ არის ქართველი გოგონა, რომელმაც იტალიაში, მკაცრი კარანტინის დროს იქორწინა - "სადაც სიყვარულია, იქ კორონავირუსიც კი უძლურია"

ვინ არის ქართველი გოგონა, რომელმაც იტალიაში, მკაცრი კარანტინის დროს იქორწინა - "სადაც სიყვარულია, იქ კორონავირუსიც კი უძლურია"

ემიგრაციაში განუსაზღვრელი დროით წასული, საქართველოში პირველად ვბრუნდებოდი და მონატრებულს, ყველაფერი ქართული, განსაკუთრებულად მეძვირფასებოდა. სწორედ მაშინ, სრულიად შემთხვევით გავიცანი ანა ნაკუდაიძე და კიდევ რამდენიმე ახალგაზრდა სტამბოლის აეროპორტის ტრანზიტის ზონაში. ყველანი საქართველოში ვბრუნდებოდით. უბედნიერესი ვიყავი, ხუმრობასა და საუბარში, საქართველომდე მგზავრობის დრომ, შეუმჩნევლად გაირბინა. აეროპორტიდან, ყველა ჩვენს გზაზე წავედ-წამოვედით. მე და ანამ კონტაქტი სოციალური ქსელის საშუალებით შევინარჩუნეთ, რადგან მე ფლორენციაში, ის კი, ჩემგან რამდენიმე ასეული კილომეტრის დაშორებით, ქალაქ რეჯო-ემილიაში ცხოვრობს.

რეჯო-ემილია ის ქალაქია, რომელიც კორონავირუსის გავრცელებიდან, სულ ცოტა ხანში, ლომბარდიის რეგიონსა და კიდევ რამდენიმე ზონასთან ერთად, თავიდანვე წითელ ზონად გამოცხადდა. ძალიან გამიხარდა, როდესაც გავიგე, რომ ანა კარგად იყო და მეტიც, მან და მისმა რჩეულმა, აჰმედ ბაიოულიმ საკარანტინო პირობებში, სამოქალაქო წესით იქორწინეს. ბოლო დროს გავრცელებულ ზღვა ნეგატივში, ეს ისეთი ნათელი სხივი იყო, ჩავთვალე, რომ ამ ქორწილს ასე ჩუმად არ უნდა ჩაევლო.

- ანა, როგორც ვიცი, ყველა ოფიციალური ღონისძიება და ცერემონია ან გაუქმდა, ან გადაიდო, როგორ მოახერხეთ ასეთ პირობებში დაქორწინება?

- ქორწინების თარიღი, ვირუსის გავრცელებამდე დიდი ხნით ადრე დავნიშნეთ. რამდენიმე დღის წინ დაგვირეკეს და ცერემონიის გადადება შემოგვთავაზეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ ნეფე-პატარძალს და ორ მეჯვარეს შეგვეძლო მისვლა, მეტ სტუმარს არ დაუშვებდნენ. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი საელჩოებიდან აღებულ ქორწინების ნებართვებს ვადა გასდიოდათ და თან გადადებული საქმე არ მიყვარს, გადავწყვიტეთ მათ პირობებს დავთანხმებოდით.

- ცერემონიამ როგორ გარემოებაში ჩაიარა?

- ქალაქის კომუნა ჩვენ გამო გააღეს. ქორწილს მხოლოდ მე, ჩემი მეუღლე, ორი მეჯვარე, კომუნის ერთი თანამშრომელი და ის პიროვნება ესწრებოდნენ, ვისაც ქორწინება უნდა დაერეგისტრირებინა. ძალიან საყვარელი ადამიანი აღმოჩნდა. იქიდან გამომდინარე, რომ არც მუსიკა გვქონდა და არც ფოტოგრაფი გვყავდა, სასიყვარულო ლექსიც წაგვიკითხა და ფოტოებიც თავად გადაგვიღო. ეცადა, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, შეძლებისდაგვარად გაელამაზებინა. წაიკითხეთ სრულად

20 მარტოხელა დედას სურსათი და პირველადი მოხმარების ჰიგიენური საშუალებები გადაეცა

განსაცდელშია მსოფლიო, მაგრამ მწუხარება სიხარულით შეიცვლება - პატრიარქი

"...დროა დავფიქრდეთ, ეს ხომ არ არის მიზეზი ვირუსის ტოტალური გავრცელებისა" - რაზე იქადაგა დღეს მეუფე შიომ