ავტორი:

"ახლა ცოტა ყელში ბურთი მაქვს გაჩხერილი, მეტს ვეღარ დავწერ..." - ეკა ხოფერიას ქალიშვილი ორკვირიან თვითიზოლაციაშია

"ახლა ცოტა ყელში ბურთი მაქვს გაჩხერილი, მეტს ვეღარ დავწერ..." - ეკა ხოფერიას ქალიშვილი ორკვირიან თვითიზოლაციაშია

ჟურნალისტ ეკა ხოფერიას ქალიშვილი, რომელიც ესპანეთში ცხოვრობს და სწავლობს საქართველოში დაბრუნდა და ყველა წესის დაცვით თვითიზოლაციაში მოთავსდა. ხოფერია დიდი ხნის უნახავი შვილის დაბრუნებას მოუთმენლად ელოდა, თუმცა როგორც წერს, წესებს ემორჩილებიან და რეკომენდაციების შესაბამისად ანანო ლევიძე ორ კვირას გაატარებს იზოლაციაში:

"მიუნხენი-თბილისის რეისი შესრულდა. ყველა თბილისშია. მათ შორის, ჩემი შვილიც. პროცედურა იყო ასეთი: დაგვირეკეს გუშინ, მოვიდნენ, დეტალურად შეამოწმეს ბინა, ყველაფერი. აგვიხსნეს, მოგვცეს ინსტრუქცია, როგორ და რა უნდა გავაკეთოთ. აეროპორტიდან სპეც. მანქანით მოიყვანეს, აიღეს გასაღები და ანანო გავიდა ორკვირიან თვითიზოლაციაში.

ახლა რა მინდა ვთქვა, მთავარი! უდიდესი მადლობა ამ მართლაც ფასდაუდებელი შრომისთვის თქვენ ყველას, ვინც 24 საათი დაუღალავად შრომობთ, ყველას! ჩვენს საელჩოებს, საკონსულოებს, აეროპორტის თანამშრომლებს, საგანგებო სამსახურს, მესაზღვრეებს, ექიმებს, მთელ მედპერსონალს და ზოგადად ხელისუფლების ყველა რგოლის წარმომადგენლებს. გავა დრო და ამას ასიათასჯერ დავწერთ და ვიტყვით.

ჩვენი მადლიერება კი იქნება უმაღლესი დონის მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, რაც გამოიხატება ორ სიტყვაში: დავრჩეთ სახლში.

გაასმაგებული ყურადღებითა და სამაგალითოდ სწორედ ახლადდაბრუნებული და ჩამოსული მოქალაქეები და მათი ოჯახის წევრები უნდა მოვიქცეთ.

ყველა მშობელს გისურვებთ ძალიან მალე თქვენი შვილების დაბრუნებას და ზუსტად ვიცი, ეს უმოკლეს დროში მოხდება მშვიდობიანად და კარგად. არ იღელვოთ, რთულია, მაგრამ ეცადეთ.

და აი, ახლა ცოტა ყელში ბურთი მაქვს გაჩხერილი, მეტს ვეღარ დავწერ. მოკლედ, მაგრად დავდგეთ, მეგობრებო, და დავძლევთ" - წერ ხოფერია "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

რამდენიმე დღის წინ ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის ქალიშვილი მარიამ გეგუჩაძე, რომელიც პარიზიდან ჩამოფრინდა, სავალდებულო კარანტინში გადაიყვანეს. გეგუჩაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საკარანტინო პერიოდს კახეთში, თელავის ერთ-ერთ სასტუმროში გაივლის.

თოვლიანი გაზაფხული დედაქალაქში - თბილისის ულამაზესი ფოტოები "ფეისბუქიდან"

"ტროლებმა ააგორეს ბინძური პიარი, რომ თურმე თვითიზოლაციის და კარანტინის პირობებს ვარღვევ..." - რა განმარტებას აკეთებს სერგი კაპანაძე

"მსოფლიო იმას იმკის, რაც დათესა" - რას წერს ცნობილი ქართველი მეცნიერი კორონავირუსის პანდემიის მიზეზებზე