ავტორი:

ნინო ჩხეიძე თვითიზოლაციაში - " სამშობლოში ჩამოსულს შვილიც არ მინახავს... ახლო კონტაქტი ოჯახთან არ მაქვს"

ნინო ჩხეიძე თვითიზოლაციაში - " სამშობლოში ჩამოსულს შვილიც არ მინახავს... ახლო კონტაქტი ოჯახთან არ მაქვს"

მომღერალი ნინო ჩხეიძე თვითიზოლაციაშია. ცოტა ხნის წინ ის ისრაელში იმყოფებოდა, სადაც ანრი ჯოხაძესთან ერთად კონცერტი ჩაატარა. სწორედ იქიდან დაბრუნების შემდეგ მომღერალი თვითიზოლაციაშია.

როგორ გრძნობს თავს და რას ფიქრობს საქართველოში შექმნილ სიტუაციაზე, მომღერალი "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში საუბრობს:

- თვითიზოლაციის გადაწყვეტილება ისრაელიდან ჩამოსვლის შემდეგ მივიღე. როგორც ჩანს, არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, რომ იტალიაში ვიყავი და იქიდან ჩამოსულს ვირუსი აღმომაჩნდა.

მინდა ყველა დავამშვიდო და ვუთხრა, იტალიაში არ ვყოფილვარ, ისრაელში ვიყავი და თვითიზოლაცია თავდაცვისა და სხვების დაცვის მიზნით გადავწყვიტე: რადგან თვითმფრინავით ვიმგზავრე, რაც დღეს სარისკოა, ასე ვამჯობინე. თქვენ წარმოიდგინეთ, რაც სამშობლოში ჩამოვედი, ჩემი შვილიც არ მინახავს. ის დედაჩემთან არის და ახლო კონტაქტი ოჯახთან არ მაქვს.

ნინო ჩხეიძე და მისი ქალიშვილი

- რა სიტუაციაა ამჟამად ისრაელში?

- ყველა მობილიზებულია. კარანტინის წესებს ზედმიწევნით იცავენ: ვინც უკვე კარანტინშია და თვითიზოლაციის წესებს დაარღვევს, შვიდწლიანი ციხე და სოლიდური ფულადი ჯარიმა ემუქრება. ვინც კარანტინიდან გაიპარება, მკაცრად ისჯება. ეს ახირება არ არის - ეს სხვა მოქალაქეების დაცვაა.

მეც ამ მიზნით გადავწყვიტე ორი კვირით თვითიზოლაციაში ყოფნა. მართალია, თვითმფრინავში საგანგებოდ დაცული ვიყავი, პირბადეც მეკეთა, სათვალეც და ხელთათმანებიც, მაგრამ იმის გამო, რომ აეროპორტში ყოფნა მომიხდა, მეშინია, ჩემი ოჯახის წევრები, ახლობლები და თანამშრომლები საფრთხეში არ ჩავაგდო. მიუხედავად იმისა, თავს კარგად ვგრძნობ, მაინც მინდა თავი და სხვებიც დავაზღვიო წაიკითხეთ ვრცლად

63 წლის შერონ სტოუნი 25 წლის რეპერს ხვდება - ვინ არის ბიჭი, რომელმაც ჰოლივუდის ვარსკვლავის გული მოიგო

ცნობილი თურქი მსახიობი ამბობს, რომ მამის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო - "დედამ არ დამიჯერა, მითხრა, რომ არ გამემხილა, თორემ მამა მომკლავდა"

19 წელი ერთად - ჯულია რობერთსისა და დენი მოდერის სიყვარულის ამბავი, რომელმაც დროს გაუძლო