ავტორი:

"აეროპორტში შემოწმება იყო ისეთი, როგორიც არც ერთ სხვა ქვეყანაში, მეამაყება ჩვენი ქვეყანა" - სამშობლოში დაბრუნებული ანიტა რაჭველიშვილი თვითიზოლაციაშია

"აეროპორტში შემოწმება იყო ისეთი, როგორიც არც ერთ სხვა ქვეყანაში, მეამაყება ჩვენი ქვეყანა" - სამშობლოში დაბრუნებული ანიტა რაჭველიშვილი თვითიზოლაციაშია

მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი მეუღლესთან, ოთო მაისურაძესთან ერთად თბილისში დაბრუნდა და თვითიზოლაციაშია. აი, რას წერს მომღერალი "ფეისბუქზე" სამშობლოში დაბრუნების შემდეგ:

"უკვე სახლში ვართ და ძალიან ბედნიერები ვართ, რომ სამშობლოში დაბრუნება მოვახერხეთ. აეროპორტში შემოწმება იყო ისეთი, როგორიც არც ერთ სხვა ქვეყანაში არ ყოფილა და მეამაყება, რომ ჩვენი ქვეყანა ასე სერიოზულად მოეკიდა ამ საკითხს! გულდასმით ამოწმებდნენ ყველას! ექიმები, აეროპორტის თანამშრომლები და მესაზღვრეები, ყველა, ვინც იქ მუშაობდა იყო უკიდურესად გადაღლილი და მაინც არ იშურებდნენ ძალ-ღონეს, რომ მაქსიმალურად გაეკონტროლებინათ სიტუაცია. უზარმაზარი რიგი იყო და ამ რიგში ბევრი ადამიანი, ვინც ამ სიტუაციას არ აღიქვამდა სერიოზულად და ლანძღავდა ამ საოცარ თავდადებულ ხალხს! ამ მომენტში მეტი ადამიანობა უნდა გამოვიჩინოთ და ყველას შრომა დავაფასოთ ისე, როგორც არასდროს!

თვითიზოლაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამ რეგულაციის დარღვევა არის დაუშვებელი! ადამიანები, ვინც ამ სიტუაციაში ცდილობენ მაქსიმალური პროფესიონალიზმით გაუმკლავდნენ ყველაფერს, ჩემთვის არიან გმირები! ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში Teona Jorbenadze-ს რომელმაც გვიპატრონა ბოლომდე და გვერდში გვედგა. ნიკოლოზ რაჭველს, რომელიც ასევე ზრუნავდა ჩვენს სახლში დაბრუნებაზე. უდიდესი მადლობა დაავადებათა კონტროლის ცენტრს, ამირან გამყრელიძეს და მის პასუხისმგებლიან თანამშრომლებს ნინო მამუკაშვილს და გვანცა გასვიანს! ძალიან დიდი მადლობა ყველას მოქალაქეობრივი ვალის შესრულებისთვის, პროფესიონალიზმისთვის და უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობისთვის. თავს გაუფრთხილდით, მეგობრებო, და ჯანმრთელობას გისურვებთ! ოთო, ანიტა და ჩვენი ოჯახი! ფრენკიტოც, რა თქმა უნდა", - წერს ანიტა და ვიდეომიმართვებსაც აქვეყნებს.

"ეს სეგმენტი მყარად დაიკავა გახარიამ…" - რას წერს გია ხუხაშვილი "ლელოსა" და "სტრატეგია აღმაშენებელზე"?

"ვაგიფა ახალნამშობიარებია, კოვიდიანი. ფილტვების მძიმე დაზიანებით. გინეკოლოგიური გართულებით. ბავშვი გადარჩა..." - ენათმეცნიერი რეანიმაციაში მომხდარ ამბავს იხსენებს

"დააყენომ ქუჩაში ექიმები და აცრან ხალხი. საიტზე დარეგისტრირება ისეთი რთულია, რომ ვისაც უნდა აცრა, იმასაც არ გამოსდის, რამე სხვა საშუალებაც უნდა იყოს" - რას წერს ჟურნალისტი