ავტორი:

სილქნეტის „საშინაო სკოლა“ მეტად ხელმისაწვდომი გახდა დისტანციური სწავლების პერიოდში

სილქნეტის „საშინაო სკოლა“ მეტად ხელმისაწვდომი გახდა დისტანციური სწავლების პერიოდში

ყველა სასკოლო საგნის დისტანციურად სწავლა სილქნეტის საგანმანათლებლო პროექტით არის შესაძლებელი. სასკოლო პროგრამის ვიდეო გაკვეთილების პლატფორმა „საშინაო სკოლა“ სპეციალისტების მიერ რამდენიმე წლის წინ შეიქმნა და აქტუალობას არ კარგავს მოსწავლეებისთვის და პედაგოგებისთვის.

მარტივი მენიუ პატარა ასაკის მსმენელსაც კი საშუალებას აძლევს დამოუკიდებლად, უფროსის ჩარევის გარეშე, ჩართოს ვიდეო-გაკვეთილი და ინდივიდუალურად მიიღოს ცოდნა, გადაიმეოროს განვლილი მასალა. თითოეული ვიდეო 15-20 წუთს გრძელდება. სწავლების ეს მეთოდი მოსწავლეს ერთ დღეში რამდენიმე საგნის სწრაფად მომზადებაში ეხმარება. ასევე, შესაძლებელია საატესტატო გამოცდებისთვის მთელი საგნის 2 თვეში გადამეორება. არანაკლებ პოპულარულია პროექტი სკოლის პედაგოგებში

მოსწავლეს უცხო ენის ათვისებაში ხელს უწყობს ინგლისური ენის კურსი, რომელიც სასკოლო პროგრამის იდენტურია და ორიგინალი აუდიო მასალაც ერთვის. ასევე, აბიტურიენტებს დახმარებას უწევს ენის გრამატიკული ნაწილის ვიდეო-გაკვეთილები.

პროგრამა ერთნაირად პოპულარულია თბილისსა და რეგიონებში. „საშინაო სკოლა“ რამდენიმე ფორმით არის ხელმისაწვდომი: სატელევიზიო სერვისით - განყოფილების სახით SilkTV-ის მენიუშია განთავსებული; პორტალზე http://silkschool.ge/ - მეტი სიმარტივისთვის, კომპანიამ იზრუნა იმაზე, რომ აღნიშნული სერვისი ხელმისაწვდომი იყოს მსურველისთვის და გაუქმებულია რეგისტრაციის აუცილებლობა და youtube-ზე, მომხმარებელს სრული წვდომა აქვს ყველა ვიდეოსთან, კომპიუტერით, პლანშეტით და მობილური მოწყობილობით.

მომხმარებელს მისთვის მისაღებ დროს, მისაღები ფორმით შეეძლება სასკოლო საგნებში 1-დან მე-12 კლასის ჩათვლით ცოდნა გაიღრმაოს, დამატებით მოემზადოს კონკრეტულ დისციპლინაში, გადაიმეოროს განვლილი მასალა, მოიძიოს სასურველი თემა, შექმნას ფავორიტი გაკვეთილების სია, რომელსაც მიადევნებს თვალს. ქართული ენა და ლიტერატურა, ასევე მათემატიკა, გეოგრაფია, ისტორია, ბიოლოგია, ფიზიკა, ქიმია, ინგლისური ენა - ყველა ეს საგანი თანხვედრაშია ეროვნულ სასწავლო პროგრამასთან.

გაკვეთილებს უძღვებიან საგანგებოდ შერჩეული კვალიფიციური პედაგოგები, ისეთები, როგორებიც არიან: გია მურღულია, ავთანდილ არაბული, ზაზა აბაშიძე, ია მებონია, თამარ ჯაფარიძე და სხვა მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, რომლებიც თავად არიან ამ პროგრამებისა და სასწავლო წიგნების ავტორები.

#დარჩისახლში #სილქნეტიზრუნავს

R

Wolt ფუნქციონირებას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს!

ხველა და რესპირაციული ვირუსული ინფექცია

სახალისო და საინტერესო ქართულენოვანი ონლაინგაკვეთილები ყველა ბავშვისთვის და... სიურპრიზები