ავტორი:

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე და მისი მრევლი მზადაა, კორონავირუსთან ბრძოლაში მოხალისეობრივად ჩაერთონ

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე და მისი მრევლი მზადაა, კორონავირუსთან ბრძოლაში მოხალისეობრივად ჩაერთონ

"ჩვენმა პატარა ქვეყანამ, სწორედ პიროვნული თავგანწირვის და დაუღალავი შრომის წყალობით, მიაღწია იმას, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემებით, ვართ სამაგალითონი მრავალი სხვა ქვეყნისთვის" - ამის შესახებ დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ განაცხადა, რითაც საქართველოში ახალ კორონავირუსის წინააღმდეგ გატარებულ პრევენციულ ქმედებებზე ისაუბრა.

დეკანოზი საგანგებო მიმართვას ავრცელებს და COVID19-თან ბრძოლისთვის მადლობას უხდის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, მის ხელმძღვანელს, ამირან გამყრელიძეს, მოადგილეს პაატა იმნაძესა და ცენტრის ყველა თანამშრომელს, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს, თენგიზ ცერცვაძესა და ყველა სამედიცინო მუშაკს.

„ყოველ ადამიანს, ვინც ჩართულია ბოლო პერიოდში გავრცელებულ ვირუსთან ბრძოლაში პირად თუ საზოგადოებრივ დონეზე; ყველას, ვინც საკუთარი თავისა და ოჯახების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკის ფასად ერთგულებს ჩვენს ქვეყანას; ჯვართამაღლების ტაძრის სამრევლოსა და „ათონის დარბაზის“ სახელით გიხდით მადლობას მწყობრი და თანმიმდევრული, თავდაპირველად პრევენციული, შემდეგ კი თერაპიული ღონისძიებებისთვის, რომლებსაც თითოეული ზემოთ ჩამოთვლილი რგოლი ასე თავგანწირვით ასრულებთ.

პირობებში, როდესაც პლანეტის განვითარებულმა ქვეყნებმა ვერ შეძლეს დროული და ადეკვატური ღონისძიებების მიღება და ვერ გამოიჩინეს საკმარისი ალღო ეპიდემიის სამართავად, ჩვენმა პატარა ქვეყანამ, სწორედ პიროვნული თავგანწირვის და დაუღალავი შრომის წყალობით, მიაღწია იმას, რომ კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემებით, ვართ სამაგალითონი მრავალი სხვა ქვეყნისთვის.

მთელი ჩვენი სამრევლოს სახელით გიცხადებთ მხარდაჭერას და გამოვხატავთ სრულ მზადყოფნას, საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერ დროს მოხალისეობრივი ჩართულობისა ყველა საჭირო მიმართულებით. ამგვარი სიმყარისა და სითამამის შესაძლებლობასა და თავისუფლებას გვაძლევს ჩვენი ეკლესია და ჩვენი რწმენა ცოცხალი ღმერთისა - იესო ქრისტესი, რომელიც არის კიდეც ჩვენი ძალა და საყრდენი, მათ შორის განსაცდელის დროს“, - აცხადებს დეკანოზი თეოდორე გიგნაძე.

"მარნეულში დაინფიცირებული ქალის 90 კონტაქტიდან შემდგომი ტალღის სახით, 1700-მდე კონტაქტია გამოკვეთილი" - აკაკი ზოიძე

"ვემუდარები და ვთხოვ მოქალაქეებს, ნუ დამალვთ და აღიარეთ ვისთან გქონდათ კონტაქტი" - ქართველი ექიმის მიმართვა

LIVE: გადაცემა "სპორტალი" - ჩოგბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი აკა მეტრეველი