ავტორი:

ყოფილი დეპუტატი რატი სამყურაშვილი მძიმე სენს ებრძვის - "ველოდებით გამონათებას, რომელიც კორონასთან ერთად სხვა ტკივილებსაც გაალღობს"

ყოფილი დეპუტატი რატი სამყურაშვილი მძიმე სენს ებრძვის - "ველოდებით გამონათებას, რომელიც კორონასთან ერთად სხვა ტკივილებსაც გაალღობს"

მწერალი და ჟურნალისტი ეკატერინე ტოგონიძე დღეს იუბილარია. ეკამ საკუთარ დაბადების დღეზე ერთი სურვილის ასრულება, მეუღლის გამოჯანმრთელება ისურვა. პოლიტიკოსი რატი სამყურაშვილი, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ პოლიტიკას ჩამოშორდა მძიმე დაავადებას, გლიობლასტომას ებრძვის.

როგორც AMBEBI.GE-ს სამყურაშვილმა განუცხადა, მკურნალობის კურსი რატიმ ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ჩაიტარა და ახლა საქართველოში აგრძელებს. ეკა და რატი წლებია დაქორწინებულები არიან. როგორც მწერალი ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნავს. მისი პირველი მკითხველი სწორედ საყვარელი მეუღლეა. წყვილს ერთი გოგონა თამარ სამყურაშვილი ჰყავთ.

"ჩემი შვილი თავის სიზმარს მიყვებოდა და მერე სიტყვამ მოიტანა ფანტაზიები:

მე: წარმოიდგინე, რომ რატის განკურნება სხვა პლანეტაზე შეიძლება, მარსზე თუ გადავსახლდებით, დაავადება გაუქმდება, გაქრება. თანახმა ხარ?

თუთა: რამდენი ხნით?

მე: როგორც კი დედამიწაზე დავბრუნდებით, დაავადება იმავე წერტილიდან გააგრძელებს, სადაც გაჩერდა.

თუთა: ანუ სამუდამოდ?

მე: ასე გამოდის.

თუთა: მზეს ვეღარასდროს ვნახავ? გამიკვირდა, რომ უცებ მზემ აჯობა ყველაფერს, გადაფარა მეგობრებიც, ინტერნეტიც და ჩვენი ძაღლიც... თუთა, რა თქმა უნდა, დათანხმდა. მერე მარსის და მზის მიმართებაც გავარკვიეთ და მოკლედ ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ. რეალობაში კი მე ისევ დედამიწაზე მყოფმა დავარტყი მზეს 38-ე წრე. დაავადება ისევ ჩვენთანაა და ზოგჯერ ტკივილთან ერთად დაუჯერებლად დიდი სიხარული და სიყვარული მოაქვს - მის გარეშე, სამწუხაროდ, შეუძლებელიც კი.

რაც უფრო მუქია ჩრდილი, მით უფრო კაშკაშაა სინათლე და ჩვენც ველოდებით დიდ გამონათებას და სითბოს, რომელიც კორონასთან ერთად სხვა ტკივილებსაც გაალღობს და ამ შუქის მისაღებად უკვე დაგროვილი გამოცდილება სრულიად საკმარისი იქნება. აღარ დაგვჭირდება იმის შეხსენება, რა ძვირფასია სიცოცხლე და რა უმნიშვნელო - ყველაფერი სხვა.

ჩემს დაბადების დღეზე ვისურვებ და გისურვებთ ჯანმრთელობას. იმ სიფხიზლეს თუ ძალას, რომელიც ჩვენს საოცარ ცხოვრებაში პატარა თუ დიდ სასწაულებს აღგვაქმევინებს. მადლობა 38-ს ამ უზარმაზარი გამოცდილებისთვის, რომელიც თავს დამატყდა, მაგრამ არ გაგვსრისა და რაღაცა გაძლიერებული პროგრამით დაგვასწავლა მთელი ცხოვრების სამყოფი მასალა მისურვეთ რატი. რატი=სიცოცხლის გამარჯვებას.

P.შ. ბოდიში კედლის ჩაკეტვისთვის, ამ ისედაც კორონით გამოკეტილ გარემოში, უბრალოდ მერე ვნერვიულობ, ყველა მოლოცვას რომ ვერ ვპასუხობ, ძალიან მიჭირს გაბნეული სურვილების დევნა და არ მინდა, ერთი ადამიანი მაინც დამრჩეს უყურადღებოდ. მიყვარხართ" - წერს ეკა სოციალურ ქსელში.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 211-მდე გაიზარდა

"თუ ყოველდღიურად, საშუალოდ 10 პაციენტზე მეტი არ დაგვემატება, პიკური მდგომარეობისგან თავის არიდება შესაძლებელი იქნება"

ღვთისმსახურებაში მონაწილეობა არ მიმიღია, კონტაქტიც არავისთან მქონდა, მამაოს გარდა - სტიქაროსანი კორონავირუსით დაინფიცირების დეტალებზე