ავტორი:

"შემდეგი ეპიდემია შეიძლება იყოს გრიპის სასიკვდილო შტამი" - ბილ გეითსი მსოფლიოს წლების განმავლობაში აფრთხილებდა...

"შემდეგი ეპიდემია შეიძლება იყოს გრიპის სასიკვდილო შტამი" - ბილ გეითსი მსოფლიოს წლების განმავლობაში აფრთხილებდა...

კომპანია Microsoft-ის დამფუძნებელი, მილიარდერი ბილ გეითსი წლების განმავლობაში საუბრობდა მოსალოდნელი ეპიდემიებისა და პანდემიის შესახებ და აფრთხილებდა საზოგადოებას. ის ამბობდა, რომ მსოფლიო ახალ პანდემიასთან გასამკლავებლად მზად არ არის. მილიარდერი პროგნოზირებდა, რომ პანდემიები კატასტროფულ ზიანს მოუტანს დედამიწას.

ჯერ კიდევ 2015 წელს TED Talk-ზე გამოსვლისას, გეითსმა თქვა, რომ მსოფლიო მოუმზადებელია შემდეგი ეპიდემიისთვის. მან ისაუბრა ებოლას შესახებ და ხაზი გაუსვა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების წარმოუდგენელ მუშაობას დაავადების შეჩერების კუთხით.

2015 წლის ვიდეო ჩანაწერი, სადაც ბილ გეითსი ამბობს, რომ მსოფლიო შემდეგი ეპიდემიისთვის მოუმზადებელია

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/6Af6b_wyiwI" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>

იმავე საფრთხეებზე საუბრობს მილიარდერი 2017 წელს businessinsider.com-ში გამოქვეყნებულ სტატიაში, რომელსაც ასეთი სათაური აქვს: "ახალი სახის ტერორიზმმა, შესაძლოა, 30 მილიონი ადამიანი იმსხვერპლოს და ჩვენ ამისთვის მზად არ ვართ.“

სტატიაში ბილ გეითსი პანდემიის საფრთხეს ისეთივე ჭრილში განიხილავს, როგორც ბირთვული ომებისა და კლიმატის ცვლილების საფრთხეს. ის იმასაც ამბობს, თუ რა შეიძლება იყოს შემდეგი ეპიდემია.

"შემდეგი ეპიდემია შეიძლება იყოს სუპერ გადამდები და გრიპის სასიკვდილო შტამი“, - წერს ბილ გეითსი.

ბილ გეითსი პანდემიას მსოფლიოსთვის ისეთივე სახიფათოდ მიიჩნევს, როგორც ბირთვულ ომებსა და კლიმატის ცვლილებას

ის აღნიშნავს, რომ ვაქცინების განვითარებაში ინვესტირება უმნიშვნელოვანესია.

"პირველ რიგში, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ შევქმნათ ახალი იარაღების არსენალი - ვაქცინები, წამლები და დიაგნოსტიკის საშუალებები. ვაქცინები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეპიდემიების დროს, დღეს ახალი ვაქცინის შექმნას, ლიცენზირებას 10 წლამდე სჭირდება და ეს პერიოდი უნდა შემცირდეს 90 დღემდე, ან უფრო ნაკლებ დრომდე.

როდესაც მორიგი პანდემიის წინაშე აღმოვჩნდებით, ეს შეიძლება იყოს კიდევ ერთი კატასტროფა კაცობრიობის ისტორიაში. ჩვენ ვართ უდიდესი გამოწვევის წინაშე და ეს გამოწვევა უსაფრთხო, ჯანსაღი და სტაბილური მსოფლიოს შექმნაა“, - წერდა ბილ გეითსი.

"ინვესტიცია ახალი იარაღების - ვაქცინების, წამლების შექმნაში უნდა ჩავდოთ" - ბილ გეითსი

პანდემიის გარდაუვალობის შესახებ ისაუბრა მილიარდერმა მეცენატმა 2018 წელსაც. ბილი მაშინ პროგნოზირებდა, რომ ახალი პანდემია წარმოიქმნება და გავრცელდება "მომდევნო დეკადაში.“

"მსოფლიოს სჭირდება რომ შემდეგი პანდემიისთვის მოემზადოს ისე, როგორც ემზადებიან ომებისთვის“, - აღნიშნა Microsoft-ის დამფუძნებელმა.

თებერვლის დასაწყისში ბილ და მელინდა გეითსებმა კორონავირუსთან ბრძოლისთვის 100 მილიონი დოლარი გადარიცხეს. თანხის ნაწილი ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის განვითარებას უნდა მოხმარდეს.

გასულ პარასკევს გეითსმა "მაიკროსოფტის“ საბჭო დატოვა და როგორც Linkedin-ის პირად გვერდზე დაწერა, აპირებს უფრო მეტი დრო დაუთმოს ფილანტროპულ საქმიანობას და მეტად კონცენტრირდეს ჯანდაცვის სისტემების გლობალურ განვითარებაზე.

"არის საშიშროება" - რატომ არ ეთანხმება Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეითსი სკოლების გახსნას?

უკრაინაში ხელყუმბარით შეიარაღებულმა მამაკაცმა პოლიციელი მძევლად აიყვანა - რას ედავებიან თავდამსხმელს?

როგორ გამოიყურება "ნოტრ-დამი" ხანძრის შემდეგ - პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ფოტოები