ავტორი:

თბილისის ცნობილი სასტუმროს მფლობელი კორონავირუსითაა ინფიცირებული - რა ინფორმაციას ფლობს შემთხვევაზე ამირან გამყრელიძე

თბილისის ცნობილი სასტუმროს მფლობელი კორონავირუსითაა ინფიცირებული - რა ინფორმაციას ფლობს შემთხვევაზე ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უპასუხა შეკითხვას, რომელიც შეეხებოდა თბილისის ერთ-ერთი ცნობილი სასტუმროს მფლობელის კორონავირუსით ინფიცირებას.

კითხვაზე, რომ ამ სასტუმროს ხშირად სტუმრობენ, როგორც საქართველოს მოქალაქეები ისე უცხოელი დიპლომატები, თუ ხდება მათი გაფრთხილება და დადგენილია თუ არა ინფიცირებულთან შესაძლო კავშირები, ამასთან ჩართულია თუ არა პოლიცია საქმეში, გამყრელიძემ უპასუხა:

"ამაში არიან თუ არა ჩართულნი სამართალდამცავი უწყებები ვერ გეტყვით. პოლიცია ჩვენ გვეხმარება კარანტინისა და თვითიზოლაციის დაცვაში და სერიოზულად გაუმჯობესდა მდგომარეობა, მას შემდგომ, რაც საპატრულო პოლიცია დაეხმარა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს.

რაც შეეხება ინფორმაციას ინფიცირებულზე, ეს გახლავთ პერსონალური ინფორმაცია, რა თქმა უნდა, მე ვფლობ მას და აქამდე გამოკვლეული იქნა 238 კონტაქტი ამ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით, რაზეც თქვენ კითხვას მისვამთ. ჩვენ ძალიან ჩაღრმავებულ კვლევებს ვაწარმოებთ ამასთან დაკავშირებით და სხვას მე ვერაფერს მოგახსენებთ.

შემიძლია გითხრათ, ყველა ამ გამოკვლეული ადამიანის მდგომარეობა, კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია" - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცი 55 წლისაა და სავარაუდოდ, ვირუსით ინფიცირებულია მისი მეუღლეც.

ამასთან, AMBEBI.GE-მ გაარკვია, რომ ამ ინფიცირების შემთხვევასთანაა კავშირში თანაინვესტირების ფონდის ერთ-ერთი დირექტორის კორონავირუსით ინფიცირებაც. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თანაინვესტირების ფონდში განუცხადეს, ვირუსის დადასტურებამდე ის თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

თანაინვესტირების ფონდის ინფორმაციით, კორონავირუსით დაინფიცირებულ ქალს 10-მდე თანამშრომელთან ჰქონდა კონტაქტი, რომლებიც ამჟამად თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

"ჩემი პირველი მცდელობა და გული მტკივა..." - ზუგდიდში ახალგაზრდა ფერმერს 4 ტონა პომიდორი დაულპა

მთავრობა განმარტავს, ვისთვის იქნება დასაშვები 27 და 28 აპრილს თბილისში, რუსთავში, ბათუმში და ქუთაისში შესვლა-გასვლა

"არ ვთვლით საჭიროდ, რეაგირება მოვახდინოთ პოლიტიკური სახის განცხადებებზე" - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადება