ავტორი:

თავისუფალ დროს საკითხავი 5 ახალი ლიტერატურული თავგადასავალი

თავისუფალ დროს საკითხავი 5 ახალი ლიტერატურული თავგადასავალი

ქვეყანაში არსებული ვითარების გამო, ყოველდღიურად სულ უფრო მეტ ადამიანს უწევს სახლში დარჩენა. ხანგრძლივად სახლში ყოფნა მოსაბეზრებელია. საბედნიეროდ, არსებობს საშუალებები, რომლებიც დაგეხმარებათ დროის საინტერესოდ გატარებაში. საინტერესო წიგნები ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალია, იმოგზაურო სახლიდან გაუსვლელად. ასე რომ, მოკალათდით კომფორტულად და გვერდით მოიდგით საყვარელი სასმელი. ახალ წიგნებს კი ჩვენ შემოგთავაზებთ:

უილიამ სტაირონი - „სოფის არჩევანი“

როგორია ქალი _ საკონცენტრაციო ბანაკის ტყვე _ რომელიც აიძულეს ორი მცირეწლოვანი შვილიდან ერთ-ერთი გაიმეტოს სასიკვდილოდ? როგორია ქალი, რომელიც სიკვდილის პირისპირ დგას და სიცოცხლეს ებღაუჭება? როგორია ქალი საკონცენტრაციო ბანაკის დამღით, ნიუ-იორკის ქუჩაში ორ საყვარელთან ერთად მომავალი? დაბოლოს, როგორია ქალი, რომელიც მუდამ ირჩევს ორიდან ერთს... როგორი იქნებოდით თქვენ მის ადგილას, რას აირჩევდით?..

წაიკითხეთ „სოფის არჩევანი“, ტყუილად არ უწოდებიათ მისთვის „დალოცვილი რომანი. ღვთაებრივი რომანი. ყოვლისშემძლე რომანი“.

წიგნის ეკრანიზაცია რეჟისორმა ალან პაკულმა 1982 წელს გადაიღო, რომელშიც მთავარ როლს - მერილ სტრიპი ასრულებს. სტრიპი ნამუშევარს განუმეორებელს ხდის. ცნობილია, რომ მსახიობი ამ როლს, რეჟისორ ალან პაკულას, თითქმის მუხლებზე დამხობილი სთხოვდა.

ჯერომ სელინჯერი - „ფრენი და ზუი“

ჯერომ სელინჯერის ”ფრენი და ზუი” გლასების ოჯახის შესახებ შექმნილი მოთხრობების ციკლის ნაწილია. წიგნი 1961 წელს გამოიცა და ორ მოზრდილ მოთხრობას აერთიანებს. ფრენი და ზუი (და-ძმა).

ჯერომ სელინჯერი - „ჭერი ასწიეთ, დურგლებო და სიმორი, შესავალი“

„ჭერი ასწიეთ, დურგლებო“ აქ პირველ პირში მოთხრობილი ამბავია. მთხრობელი ბადი გლასია, რომელიც აღწერს მის უჩვეულო ოჯახს და რთულ, თუმცა თბილ ურთიერთობას და-ძმებს შორის. „სიმორი, შესავალი“ ასევე გლასების ოჯახზე მოგვითხრობს. კერძოდ, სიმორის - უფროსი ძმის შესახებ, რომელიც ოჯახის ყველასგან გამორჩეული წევრია. იგი ცხოვრებას თვითმკვლელობით ამთავრებს. სელინჯერის „ფრენისა და ზუის“ მსგავსად, ძენ ბუდიზმისა და ინდური ფილოსოფიის თემა აქაც ერთ-ერთი მთავარია.

არნალდურ ინდრიდასონი - „ჭაობი“

არნალდურ ინდრიდასონს კრიტიკოსებმა „საერთაშორისო სენსაცია“ უწოდეს შესანიშნავი დეტექტივების გამო და მკითხველი დარწმუნდება, რომ ამ შეფასებას „ჭაობის“ მწერალი სამართლიანად იმსახურებს.

რეიკიავიკის პოლიცია ხნიერი მამაკაცის გვამს პოულობს, მოკლულს მისივე ბინაში, მაგრამ მტკიცებულებები არ ჩანს, გარდა სამსიტყვიანი ბარათისა _ „მე ის ვარ“.

გამოცდილი დეტექტივ-ინსპექტორი ერლენდურ სვეინსონი ხვდება, რომ ამ დანაშაულის უკან ვიღაცის ტრაგედია იმალება და ნაბიჯ-ნაბიჯ თითქოს ნატეხებით აწყობს შემზარავი საიდუმლოს მოზაიკას...

გილიან ფლინი - „გაუჩინარებული ქალი“

გილიან ფლინი ავტორია NEW YORK TIME-ის ბესტსელერებისა: „გაუჩინარებული ქალი“, „ბნელი ადგილები“ და „ბასრი საგნები“. „გაუჩინარებული ქალი“ საერთაშორისო სენსაციად იქცა და 75 კვირის განმავლობაში NEW YORK TIME-ის ბესტსელერების სიის პირველი ადგილი არავის დაუთმო. რეჟისორ დევიდ ფინჩერის კინოეკრანიზაცია კი 2014 წელს კინოკომპანია 20th Century Fox-ის შეფასებით წლის ფილმად აღიარეს.

ქალები, რომლებმაც მსოფლიო შეცვალეს

„გურული დღიურების“ ცოტა უცნაური გაგრძელება - მალე გიორგი კეკელიძის  „სხვა გურული დღიურები“  გამოვა

როგორია ცხოვრება, როცა დროში მოგზაურობ – "დროში მოგზაურის ცოლი" ქართულად ითარგმნა