ავტორი:

"არ მალავს, რომ აქვს ვირუსი" - კორონავირუსით ინფიცირებულებს შორის ბიზნესმენი ბენო ქაშაკაშვილი და მისი მეუღლე არიან

"არ მალავს, რომ აქვს ვირუსი" - კორონავირუსით ინფიცირებულებს შორის ბიზნესმენი ბენო ქაშაკაშვილი და მისი მეუღლე არიან

კორონავირუსით ინფიცირებულ 40 ადამიანს შორის ბიზნესმენი ბენო ქაშაკაშვილია.

AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, ვირუსი დაუდგინდა მის მეუღლესაც, რომელიც თანაინვესტირების ფონდის ერთ-ერთი დირექტორია.

ცოტა ხნის წინ ქაშაკაშვილთან დაკავშირებით პოსტი გამოაქვეყნა ია ფარულავამ. როგორც მსახიობი წერს, ბიზნესმენი მეგობრისგან დაინფიცირდა, რომელსაც ის ვერ დაასახელებს.

"ამ წუთას ვესაუბრე ჩემს მეგობარს სასტუმრო ვინოტელის მეპატრონეს ბენო ქაშაყაშვილს რომელიც არ მალავს რომ აქვს ვირუსი და ამიტომაც ვწერ მის სახელს მისივე ნებართვით. თავს გრძნობს კარგად აქვს დაბალი სიცხე და აქეთ გვამხნევებს ყველას" - წერს ფარულავა.

ქაშაკაშვილი სწორედ იმ სასტუმროს მეპატრონეა, რომლის შესახებაც დღეს ამირან გამყრელიძეს ბრიფინგზე შეკითხვა დაუსვეს. საუბარია სასტუმრო "ვინოტელზე".

გამყრელიძემ პირის იდენტიფიცირება არ მოახდინა, თუმცა აღნიშნა, რომ ის ფლობს ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით და ამ პირთან დაკავშირებული ყველა კონტაქტი გამოკვლეულია:

"ეს გახლავთ პერსონალური ინფორმაცია, რა თქმა უნდა, მე ვფლობ მას და აქამდე გამოკვლეული იქნა 238 კონტაქტი ამ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით, რაზეც თქვენ კითხვას მისვამთ.

ჩვენ ძალიან ჩაღრმავებულ კვლევებს ვაწარმოებთ ამასთან დაკავშირებით და სხვას მე ვერაფერს მოგახსენებთ. შემიძლია გითხრათ, ყველა ამ გამოკვლეული ადამიანის მდგომარეობა, კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია" - განაცხადა გამყრელიძემ.

რაც შეეხება, თანაინვესტირების ფონდის ერთ-ერთი დირექტორს, რომელიც ქაშაკაშვილის მეუღლეა, ის ვირუსის დადასტურებამდე თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თანაინვესტირების ფონდში განუცხადეს და განმარტეს, რომ კორონავირუსით დაინფიცირებულ ქალს 10-მდე თანამშრომელთან ჰქონდა კონტაქტი, რომლებიც ამჟამად თვითიზოლაციაში იმყოფებიან. ამასთან, ფონდის ინფორმაციით, ის პირი, ვისგანაც ქალს ვირუსი გადაედო, თანაინვესტირების ფონდის თანამშრომელი არ არის, ცალკე დამოუკიდებელი პირია, რომელსაც თავის მხრივ შეხება ჰქონდა უცხოელებთან.

ბენედიქტ (ბენო) ქაშაკაშვილი სპორტსმენი და ბიზნესმენია. არის ალპინისტი, 100-ზე მეტი ასვლის მონაწილე კავკასიონზე, პამირზე, ტიან-შანზე და სხვა მასივებზე. 1999 წელს ხელმძღვანელობდა ოთხკაციან ჯგუფს, რომელმაც დალაშქრა ჯომოლუნგმა. ის არის საქართველოს ალპინიზმისა და მეკლდეურობის ასოციაციის პრეზიდენტი, ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენების კავალერი.

რამდენიმე თვის წინ ქაშაკაშვილი საქართველოს პარლამენტში "ოცნების" სიით უნდა შესულიყო, თუმცა დეპუტატობაზე თავად თქვა უარი.

"გული მწყდება... ჟურნალისტებმა თქვეს, ვითომ რომანოვების შთამომავალმა ჩამოიტანა ვირუსი" - რას ამბობს კორონავირუსით ინფიცირებული ბიზნესმენი

გურჯაანში ქმრის მიერ დაჭრილი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

"პოლიტიკაში მრევენ... თავი დამანებონ, თორემ ავლაპარაკდები და ვიტყვი ყველაფერს" - პაატა იმნაძე